ძაღლი ყეფს, კატა კნავის, მე მსუქანი ვარ. _ ეს სიმართლეა?
ძაღლი ყეფს, კატა კნავის, მე მსუქანი ვარ. _ ეს სიმართლეა?
ძაღლი ყეფს, კატა კნავის, მე მსუქანი ვარ. _ ეს სიმართლეა? ))
მთელი ცხოვრება მიწევს ადამიანებს დავაჯერო, რომ ბედნიერება გადაწყვეტილებაშია! რომ არ ჭირდება ბედნიერებას მიზეზები.. რომ გონება თვითონ წყვეტს ამას და გარე ფაქტორები ამაზე გავლენას არ ახდენენ!
მთელი ცხოვრება მიწევს ადამიანებს დავაჯერო, რომ ბედნიერება არაა არც სიმსუქნეში, არც სიგამხდრეში, არც სილამაზეში, არც ვიღაცის მიერ დაწესებულ სტანდარტებში!..
და მთელი ცხოვრებაა ადამიანები აღფრთოვანებულები არიან როცა რამდენიმე კილოს დავიკლებ! მხოლოდ მაშინ შეუძლიათ შენიშნონ, რომ არც თუ ისე ცუდი გარეგნობა მაქვს.. ან მეორე ვარიანტი... რა ლამაზი გოგო ხარ და აი, ცოტა რომ გახდე იდეალური იქნებოდა!.... როგოოოორ?..... )))) კაარგით რააა... ხალხო... ოტია იოსელიანის არ იყოს "ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია"-ო! ყველაფერი თავშია )))) რა მნიშვნელობა აქვს რამდენი კილოთი მეტი ვართ, თუ ნაკლები! გონება იგივე გვაქვს, აზრები, ფიქრები, ოცნებები!....
...მთელი ცხოვრება ბულინგის მსხვერპლი ვართ 90-60-90-ს აცდენილი ადამიანები ))))))
ასეთები ვართ! ხან ცოტათი აცდენილი, ხან ბევრით.. მაგრამ ჩვენ არ ვიცვლებით! გარემო ისევ ისეთია ჩვენს გარშემო... ))))
ბრმები რომ ვყოფილიყავით რა იქნებოდა?!..
ცხოვრების ჯანსაღი წესი არ მესავლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი ვარ აგერ უკვე 7 წელია, მაგრამ სიჯანსაღე აზროვნებაშია ))))))
"სიმსუქნის" პროპაგანდას არ ვეწევი, არც სიგარეტს და კანაფს, მაგრამ მინდა თავი დაგვანებოთ )))))))))
მინდა ჩვენს სხეულში ბედნიერად ყოფნის უფლება მოგვცეთ და არ შეგვაწუხოთ იმაზე საუბრით ჩვენთვის რა, როგორ ჯობს...  
თუ ვინმეს არ ვუყვარვართ და არ გვაფასებს ჩვენი ფორმების გამო ეს მისი პრობლემაა და არა ჩვენი ფორმების ))
და როცა შემხვდებით, ჩამხედეთ თვალებში და დაინახეთ როგორ ბრწყინავენ ისინი  სხვა დანარჩენი ილუზია ))))))))))
მე ვგიჟდები ადამიანზე, რომელიც ჩემშია!
მე ვგიჟდები თითოეულ თქვენგანზე, განურჩევლად სიმსუქნის, სიგამხდრის, სილამაზის, ნაკლები სილამაზის, თმისა და კენის ფერისა... თავზე თმითა და უთმოობით...
რინოპლასტიკითა და მის გარეშე.. განურჩევლად ბრენდიანი სამოსისა და საერთოდაც.. მინდა იცოდეთ: მე ვგიჟდები თქვენში არსებულ ადამიანებზე, რომლებიც ყველაფერზე მაღლა დგას!!!

ახლა დგას ორიათას თვრამეტი წელი.. ენკენისთვის ცხრამეტია და ყველაფერი იდეალურადაა... ასეც უნდა იყოს
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
27-09-2018
სტუდენტი ვიყავი, როცა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია საბოლოოდ გავიაზრე. მიზეზთა და მიზეზთა გამო, უკვე ყველა პასუხი მქონდა, სექსუალურ, კულტურულ თუ რელიგიურ ჭრილში. ამიტომ წამითაც არ გამჭირვებია საკუთარი თავის მიღება. არ გამჭირვებია, რადგან არცერთი წამით არ მგონებია ჩემი თავი ავადმყოფი, ან ცოდვილი. რაც ყველაზე მთავარია, არ მიფიქრია რომ უნდა დამემალა საკუთარი თავი და საკუთარი სექსუალური იდენტობა.
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები