უცხოეთში მომვლელად მომუშავე ქართველ ემიგრანტ გოგონას მოხუცმა მთელი ქონება დაუტოვა
უცხოეთში მომვლელად მომუშავე ქართველ ემიგრანტ გოგონას მოხუცმა მთელი ქონება დაუტოვა
ათენში  მცხოვრები  ქართველი  ემიგრანტი  ძალიან  მაგარ  ამბავს  აქვეყნებს  სოციალურ  ქსელში,  რომელსაც  უცვლელად  გთავაზობთ!

"ღმერთო დღეს რა სასიამოვნო ამბავი გავიგე .რა ბედნიერი და კმაყოფილი ვარ .ვამაყობ რომ ქართველი გახლავართ. ერთერთ ქართველ გოგონას მადლიერმა მოხუცმა უზარმაზრი მემკვიდრეობა დაუტოვა.ეს გოგონა საქართველოს ერთერთი უღარიბესი სოფლიდანაა და როგორც ყველა ჩვენგანი უმუშევრობამ, გაჭირვებამ, სასოწარკვეთამ გადმოხვეწა უცხოეთში. მრავალი წელი უვლიდა უსინათლო პაპას სხვა გოგონებთან ერთად .სულ სამი იყვნენ .ორი გოგონა ბულგარეთიდან ყოფილა .დღეგამოშვებით დადიოდნენ სამსახურში .მოხუცს საკმაოდ უცნაური ახირებები ჰქონია .თურმე ყოველდღე ახალ-ახალ სამოს ითხოვდა .არაფრით წინა დღის
ტანსაცმელს არ იკარებდაო . .მდიდრებს რას გაუგებ .უცნაურები არიანო ამბობდნენ . სიმართლე ანდერძის გახსნის შემდეგ გაირკვა. ამონაწერი ანდერძიდან: " დიდი მადლობა ჩემო ანგელა ,ინგა და მარია (გოგონების სახელებია) ამდენი წელი რომ მემსახურეთ , თუმცა ინგა თქვენს შორის ყველაზე პატიოსანი და ერთგული გახლდათ . ყოველთვის ვიცოდი რომ საქართველოდან პატიოსანი ,თბილი და ერთგული ადამიანები გამოდიოდნენ . ინგამ ეს დამიმტკიცა .ვაღმერთებ ქართველებს . ჩემო კარგებო ყოველ დილით ახალ სამოსს იმიტომ გთხოვდით ,რომ ჯიბეში 50 -ს ხან 100 ევროს განგებ ვტოვებდი . ანგელას და მარიას არასოდეს " გაუმხელია " აი ინგა კი.....მადლობა შენს მშობლებს ჩემო გოგონა .მადლობა იმ ქვეყანას ,სადაც შენნაირ ხალხს ზრდიან. შენ ღირსი ხარ ჩემი მემკვიდრე გახდე. დიდი ბედნიერებაა იმის შეგრძნება ,რომ არსებობენ ასეთი სანდო და კეთილშობილი ადამიანები ამ სამყაროში .კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა "
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
27-09-2018
სტუდენტი ვიყავი, როცა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია საბოლოოდ გავიაზრე. მიზეზთა და მიზეზთა გამო, უკვე ყველა პასუხი მქონდა, სექსუალურ, კულტურულ თუ რელიგიურ ჭრილში. ამიტომ წამითაც არ გამჭირვებია საკუთარი თავის მიღება. არ გამჭირვებია, რადგან არცერთი წამით არ მგონებია ჩემი თავი ავადმყოფი, ან ცოდვილი. რაც ყველაზე მთავარია, არ მიფიქრია რომ უნდა დამემალა საკუთარი თავი და საკუთარი სექსუალური იდენტობა.
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები