"წუხელ ტელეფონი დამიჯდა, ცხელი ზონიდან რომ დამეპოსტა, კიდევ კარგი, თორემ ჩემ უარეს (უწმაწურ) მხარეს გაიცნობდით"
"წუხელ ტელეფონი დამიჯდა, ცხელი ზონიდან რომ დამეპოსტა, კიდევ კარგი, თორემ ჩემ უარეს (უწმაწურ) მხარეს გაიცნობდით"
წუხელ ტელეფონი დამიჯდა, ცხელი ზონიდან რომ დამეპოსტა, კიდევ კარგი, თორემ ჩემ უარეს (უწმაწურ) მხარეს გაიცნობდით, ახლა ცოტა გადამიარა.... თქვე მამაცხონებულებო, თქვე არასწორებო, თქვენი დაგეგმილი, შეკეთებული და აშენებული რო არ გაიშვა, კვირა დღეს, მთელი რაიონი, სოფელი დედაქალაქისკენ რომ მოედინება (თავის გადასარჩენად), ასეთი კოშმარი როგორ უნდა მოუწყო ხალხს.... უძრავად თითქმის 3 საათი სადღაც ძეგვთან ვყმუოდით: მე და ჩემები რთველმოლეულნი სამშობლოდან, ჩემ წინ რეანიმობილი მომაკვდავი პაციენტით და უკან მისი ოჯახის წევრები, მათი უბედურების ფონზე რაღა მოსატანია მაგრამ გვერდით რუსი ტურისტები ფრენამდე 3 საათი
რომ ქონდათ დარჩენილი, უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი, მშიერი, მწყურვალი, გახეთქვამდე მისული შარდის ბუშტი და ნერვებახეთქილი მამრი, (არც მდედრები ვაკლებდით მოკითხვებს).... ჰოდა, გაგებით მოვეკიდებოდით თქვე ჩვენი ცოდვით სავსენო ქვეყნის აღმშენებლობას, ამბავი მაინც რომ მოგეწვდინათ, ერთი პატრული გამოგეგზავნათ მოტოთი (მანქანით გაწვალდებოდა), თავში, ბოლოში ბოდიში მოგეხადათ შექმნილი უხერხულობისთვის, მაგრამ თქვენც არ ელოდით ხო?... ხოდა, დაუძახეთ პროფესიონალებს და ისწავლეთ აწი რისკების აწონ-დაწონვა მერე რომ არ გვახოცინოთ ერთმანეთი და არკვიოთ "ვინ დაიწყო ომი".... არადა, 5 წუთი დააკლდა, გაისროდა ის თვითმარეგულირებელი ჯიპიანი ბიჭი და მოწმეებადაც არ ვივარგებდით არც ერთი... არ ვიცი, როგორ დამთავრდა პაციენტის ისტორია, კიდევ ბევრი ისტორია, ჩვენი ხელისუფალისთვის მხოლოდ სტატისტიკა რომაა....
და რამდენიცალი მანქანა ვიდექითო, რაო შსს-მ?.....
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
27-09-2018
სტუდენტი ვიყავი, როცა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია საბოლოოდ გავიაზრე. მიზეზთა და მიზეზთა გამო, უკვე ყველა პასუხი მქონდა, სექსუალურ, კულტურულ თუ რელიგიურ ჭრილში. ამიტომ წამითაც არ გამჭირვებია საკუთარი თავის მიღება. არ გამჭირვებია, რადგან არცერთი წამით არ მგონებია ჩემი თავი ავადმყოფი, ან ცოდვილი. რაც ყველაზე მთავარია, არ მიფიქრია რომ უნდა დამემალა საკუთარი თავი და საკუთარი სექსუალური იდენტობა.
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები