მეცნიერების დასკვნით შიმშილი ადამიანის სიცოცხლეს ახანგრძლივებს
მეცნიერების  დასკვნით  შიმშილი  ადამიანის  სიცოცხლეს  ახანგრძლივებს
BBC: სილიციუმის ველზე (სილიკონის ველი) დიდი ხანია დადის ჭორი, რომ პერიოდული შიმშილობა ორგანიზმს ახალგაზრდობას უნარჩუნებს.

რამდენიმე დღის წინ ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა "ჯანსაღი შიმშილის" თეორიის მიმდევართა არგუმენტები კიდევ უფრო გაამყარეს. მათი კვლევა აჩვენებს, რომ შიმშილი ან დაბალკალორიული, მკაცრი დიეტა სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღებას იწვევს.

...მეცნიერების თქმით, შიმშილის ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს ადამიანის თირკმელები გამოიმუშავებს ნივთიერრებას, რომელიც ორგანოებისა და სისხლძარღვების კედლებს დაბერებისგან იცავს, რადგან მათი უჯრედების გაყოფასა და გამრავლებაზე ახდენს ზეგავლენას (პროცესს აჩქარებს).

"დაბერების მთავარი ასპექტი სწორედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაბერებაა", - ნათქვამია კვლევაში.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ნივთიერების სინთეტიკური ანალოგის შექმნაც შესაძლებელია:

"რთულია ადამიანები აიძულო რამდენიმე დღე იშიმშილონ [...] და ამას ყველა ვერ გაუძლებს, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ეფექტს ხელოვნურად გამოვიწვთ, ეს ადამიანებს გააჯანსაღებს და ისინი უფრო დიდხანს იცოცხლებენ", - ნათქვამია კვლევაში.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები