დღესვე, სახლში მისვლისთანავე, დაყარეთ ამრილი კარის ზღურბლზე... თქვენ ამისათვის მადლობას გადაგვიხდით!
დღესვე,  სახლში  მისვლისთანავე, დაყარეთ  ამრილი  კარის  ზღურბლზე...  თქვენ  ამისათვის  მადლობას  გადაგვიხდით!
შესაძლოა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მარილი ოდითგანვე გამწმენდ საშუალებად გამოიყენებოდა.

მარილი შესანიშნავია დეზინფექციისა და სხვადასხვა საგნების გასაწმენდად. არ აქვს ტოქსიკური ეფექტი.

...1. ჭიანჭველებისგან დაცვა
თუ ჭიანჭველებისგან განთავისუფლება გსურთ, დაყარეთ მარილი საჭირო ადგილებში - კარის ზღურბლზე, ფანჯარაზე ან კარადაში. ეს სახლში ტენიანობასაც შეამცირებს.

2. სპილენძის, თითბერისა და ვერცხლის გაპრიალება
მარილი ამ მეტალებს იდეალურად აპრიალებს. შეურიეთ ის ვაშლის ძმარს და გაწმინდეთ ისინი.

3. სანიაღვრე არხის წმენდა
გააზავეთ ცოტაოდენი მარილი ცხელ წყალში და აბაზანის ან სამზარეულოს ნიჟარის სანიაღვრე მილში ჩაასხით.

4. სახლისა და მანქანის ფანჯრების წმენდა
2 ს.კ. მარილი 3,5 ლ წყალში გააზავეთ. შეგიძლიათ გაწმინდოთ ფანჯრები და
ამოიყვანოთ ჩამჯდარი ლაქები.

5. კანის გაახალგაზრდავება
შეურიეთ მარილი ლავანდის ეთერზეთს ან ზეითუნის ზეთს. ნარევი წაისვით სხეულზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

6. კბილის ტკივილის მკურნალობა
უბრალოდ გააზავეთ მარილი თბილ წყალში და გამოივლეთ პირის ღრუში. შედეგი არ დააყოვნებს.

7. კბილების გათეთრება და პირის ღრუს მოვლა
მათეთრებელი ნარევის მისაღებად, შეურიეთ თანაბარი რაოდენობის მარილი და სოდა.

8. რეცხვის გაუმჯობესებული შედეგის მიღება
იმისთვის, რომ სარეცხი რეცხვისას არ დაზიანდეს, სარეცხი მანქანაში დაამატეთ ცოდაოდენი მარილი.

9. ხალიჩებისა და ფარდის ფერების აღდგენა
ხალიჩებისა და ფარდის ფერების აღსადგენად მარილიანი ნაზავი დაგჭირდებათ. მოათავსეთ ნაჭერი მარილიან წყალში, გარკვეული დროის შემდეგ ამოიღეთ და გაწმინდეთ ფარდა ან ხალიჩა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები