სად ხართ ამ ხეზე?
სად ხართ ამ ხეზე?
ცნობილი ბრიტანელი ფსიქოლოგის პიპ ვილსონის მიერ შექმნილი ტესტი დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში. სურათზე გამოსახულ ხეზე სად იქნებოდით?



№1, 3, 6, 7

თუ თქვენ მიერ შერჩეული ადგილი ხეზე გამოსახულ 1, 3, 6 ან 7 რიცხვებით დანომრილ კარიკატურებს დაემთხვა, მოტივირებული ადამიანი ხართ, რომელიც არ უშინდება დაბრკოლებასა და ბარიერებს.


№2, 11, 12, 18, 19
თუ თქვენ მიერ არჩეული კარიკატურა 2, 11, 12, 18 ან 19 რიცხვებით დანომრილებს დაემთხვა, კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს გულწრფელ და მეგობრულ ურთიერთობებს.


№4
თუ თქვენ არჩევანი მე-4 პოზიციაზე
შეაჩერეთ, ხართ ადამიანი, რომელსაც ცხოვრების წესის სტაბილურად განსაზღვრა უყვარს. შეგიძლიათ, წარმატებით დაძლიოთ სირთულეებიც.


№5
თუ თქვენ 5 რიცხვით დანომრილი კარიკატურა შეარჩიეთ, ყოველთვის დაღლილი ხართ, სუსტი ჯანმრთელობა და ნაკლები გამძლეობა გაქვთ.


№8
თუ თქვენ მიერ შერჩეული კარიკატურა 8 რიცხვით არის დანომრილი, ჩაკეტილი ადამიანი ხართ და საკუთარი სამყარო გაქვთ შექმნილი.


№9
თუ თქვენ ნომერი 9 აირჩიეთ, გართობის მოყვარული და ტოლერანტი ადამიანი ხართ.


№13, 21
თუ თქვენ 13 ან 21 რიცხვით დანომრილი კარიკატურები შეარჩიეთ, ხშირად ექვემდებარებით სხვის მითითებებს და თავიდან იცილებთ ადამიანებთან ახლო ურთიერთობებს.


№10, 15
თუ თქვენ აირჩიეთ 10 ან 15, ნორმალურად ადაპტირდებით გარემოსთან და კომფორტულ მდგომარეობაში გიყვართ ყოფნა.


№14
თუ თქვენ ნომერი 14 აირჩიეთ, ემოციური კრიზისი და დაუცველობის სინდრომი გაქვთ.


№20
თუ თქვენ მე-20 რიცხვით დანომრილი პოზიცია შეარჩიეთ, დაბადებული ხართ ლიდერად. გაქვთ არაჩვეულებრივი თვითშეფასება.


№16, 17
თუ არჩევანი მე-16 ნომერზე შეაჩერეთ, სხვისი დახმარების საჭიროებას ყოველთვის გრძნობთ და ვალდებულებასაც იღებთ. თუ მე-17 ნომერი აირჩიეთ, ცდუნებას ვერ გაურბიხართ და სიყვარულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები