10 მეთოდი იმის ამოსაცნობათ, რომ თქვენს წინაშე მანიპულატორია
10  მეთოდი  იმის  ამოსაცნობათ,  რომ  თქვენს  წინაშე  მანიპულატორია
1. მანიპულატორი ამბობს და შემდეგ უარყოფს მსგავსი ქმედება მანიპულატორისთვის ძალიან სახასიათო და მოსახერხებელია. მას შეუძლია მარტივად უარყოს თავისი ნათქვამი, განსაკუთრებით მაშინ, როცა დასამოწმებლად მტკიცებულება არ არსებობს. მანიპულაციის ამ ფორმასთან გასამკლავებლად საჭიროა ინფორმაციის სწორად მართვა. იყავით დეტალებზე ორიენტირებული. ხელთ მოიმარჯვეთ წიგნაკი ან სანიშნი, სადაც ჩაიწერთ ყველა მნიშვნელოვან ფრაზას ან დავალებას, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ გამოჩენილი ინიციატივა, მისი მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩება. იმისთვის, რომ თქვენი საქციელი არ იყოს საეჭვო ან გამაღიზიანებელი შეგიძლიათ მოიმიზეზოთ, რომ ბოლო პერიოდია გაფანტული გაქვთ ყურადღება და პასუხისმგებლობის მიზნით, ამ ფორმით ახერხებთ საკუთარი თავის მობილიზაციას.

2. ილუზია იმის შესახებ, რომ მანიპულატორი ცდილობს თქვენს დახმარებას
მანიპულატორი ყველანაირი ხერხით ცდილობს თქვენს მართვას, ამიტომ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი შემოთავაზება დახმარების შესახებ მანიპულაციის ნაწილია. ის არასდროს გეხმარებათ, უბრალოდ დროის გაყვანის მიზნით, მეგობრობის იმიტაციას აკეთებს. ამ დროს კი მუდამ წუწუნებს იმის შესახებ, თუ რა რთული ან მოსაბეზრებელი დავალებაა. მანიპულატორს ხშირად ახასიათებთ საკუთარი თავის მსხვერპლის როლში გამოყვანა, თუმცა ეს თქვენთის ძალიან სასარგებლო მომენტია — ამ დროს შეგიძლიათ დამკვირვებლის როლში ყოფნა და გაგება რეალურად აღელვებს თუ არა მას ეს პრობლემა და როგორ იქცევა მსგავს სიტუაციებში.

3. დამნაშავე და მსხვერპლის როლის თამაში
ეს არის მანიპულატორისთვის დამახასიათებელი ორი ყველაზე მნიშნველოვანი იარაღი. ის ყოველთვის შეეცდება მსგავსი მეთოდების გამოყენებას როგორც კი ამის საშუალება ექნება. მანიპულატორი არასდროს გამოხატავს თავის ჭეშმარიტ აზრს და არ აფიქსირებს თავის რეალურ შეხედულებას, რაც წარმოადგენს ემოციური მანიპულაციის ერთ-ერთ ხერხს. ის ყოველთვის ცდილობს დამნაშავის გამოკვეთას და იკავებს თავისთვის ყველაზე მოსახერხებელ და კომფორტულ მდგომარეობას, რაც უმეტესწილად მსხვერპლის როლია.

4. შენს მიერ გამოთქმული კრიტიკა შენს წინააღმდეგ
უშედეგოა მანიპულატორის კრიტიკა ან ნებისმიერი შეხედულების დაფიქსირება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავს მისი პიროვნების მიმართ. ყველაფერი, რასაც იტყვით, გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ. მანიპულატორის უნიკალური თვისებაა, ყველაფრის ისე შეფუთვა, როგორც მას ეს სჭირდება. მას შეუძლია თქვენს უკმაყოფილებას ძალიან მარტივი თავდაცვითი ხერხით უპასუხოს და თქვენვე ჩაგაყენოთ უხერხულ და არასასიამოვნო მდგომარეობაში. გადაბრალების მეთოდი გამოიყენებით, ის მარტივად არიდებს თავს მსგავს სიტუაციებს, ამით საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენს, თქვენ კი უსამართლო მსაჯულად გამოჰყავხართ.

5. “მანიპულაციური აურა”- როგორ ვრცელდება მანიპულატორის ემოციები გარშემომყოფებზე
თუ მანიპულატორი ცუდად გრძნობს თავს ან უხასიათოდაა – გარშემომყოფთა სახასიათო, ინსტინქტური ქცევა, როგორც წესი მზრუნველობის გამოჩენაა. ამ ხერხით გარშემომყოფები ცდილობენ დააბალანსონ ,,ემოციური კლიმატი” სამუშაო გარემოში ან ნებისმიერ სხვა სიტუაციაში. გახსოვდეთ, რომ მანიპულატორის მხრიდან ეს არის ერთ-ერთი არაპირდაპირი ხერხი აიძულოს თავისი თანამშრობლები, აკეთონ მისი საქმე.

გახსოვდეთ, რომ ტოლერანტობის გამოჩენა ამგვარი საქციელის მიმართ უკიდურეს წერტილამდე მიგიყვანთ, რადგან დაგავიწყდებათ თქვენი საჭიროებები და მოვალეობები.

6. თქვენი პრობლემების უმნიშვნელოდ წარმოჩენა
ალბათ გქონიათ ისეთი შემთხვევა როდესაც თქვენი გამოცდილების გარშემომყოფთათვის გაზიარება გსურთ, მაგრამ სამწუხაროდ
მანიპულატორი ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ საუბარი შეაფერხოს და დაიწყოს თავისი ისტორიის მოყოლა. ამ ქცევით მანიპულატორი თქვენი პრობლემებს უმნიშვნელოდ წარმოაჩენს და საუბრის გაგრძელების საშუალებას არ გაძლევთ.

7. მანიპულატორი შეეცდება ნდობა გამოხატოს თქვენს მიმართ
ემოციური და ღია საუბარი არ ნიშნავს გულწრფელ საუბარს, ეს ერთგვარი სატყუარაა მანიპულატორის მხრიდან. ამით ის ცდილობს, გამონახოს თქვენთან საერთო თემა და გაგანდოთ თავისი “საიდუმლო”. ცრუ მეგობრობის იმიტაცია, ფსევდო-ნდობის გამოხატულების ფორმაა, რომელიც მორიგი დაგეგმილი მანიპულაციის განუყოფელი ნაწილია.

8. სიტყვა და არა საქმე!
გახსოვდეთ, რომ მანიპულატორი ხშირად ამბობს იმას, რისი გაგონებაც თქვენ გსურთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი რეალურად ასე ფიქრობენ. ეს არის დროებითი კმაყოფილების გრძობისთვის გამოწვეული ქმედება და მეტი არაფერი.

მანიპულატორი, ყველა ხერხით ცდილობს თქვენს მართვას, ამის გაკეთება განასკუთრებით ადვილია მაშინ, როდესაც ის თქვენში დადებით ემოციებს აღვივებს. წარმოიდგინეთ მშობელი, რომელიც მხარს უჭერს თავისი შვილის მუსიკალური ნიჭის განვითარებას, სიტყვიერად გამოხატავს ყველანაირ თანადგომას, თუმცა არასდროს ესწრება თავისი შვილის გამოსვლებს და არ ინტერესდება მისი მიღწევებით.

9. მოითხოვე იმაზე მეტი, ვიდრე გჭირდება
ეს არის მთავარი და უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი “მანიპულატორის წიგნაკში”, რომელსაც ის ძალიან ხშირად იყენებს.

მანიპულაციის ეს ხერხი ძალიან მარტივია. თუ გინდა, რომ სხვას რაიმე დაავალო, მიეცი რთული და მნიშვნელოვანი საქმე, თუ ის ამაზე უარს გეტყვის, მაშინ შედარებით მარტივი საქმის გაკეთება სთხოვე, დიდი ალბათობით ის ამაზე უარს ვერ გეტყვის, რადგან უხერხულად იგძრნობს თავს. თუ გინდა, რომ გასესხონ 20$, მოითხოვე 40$, უარის შემთხვევაში თხოვე 20$ და დარწმუნებული იყავი, რომ საქმე გამოვა.

10. აგრესია ადამიანების სამართავად
აგრესია მანიპულატორებისათვის მოდური ტრენდია. ისინი აგრესიას თავიანთი მიზნების და გეგმების განსახორციელებლად იყენებენ. მანიპულაციის ამ ხერხთან გამკვლავება არც ისე რთულ დავალებას წარმოადგენს.

მსგავს სიტუაციაში მთავარი საკუთარი ემოციების იდენტიფიცირება და საკუთარი შიშის დამარცხებაა. გახსოვდეს, რომ აგრესიასთან აგრესიით ბრძოლა ძალიან წარუმატებლად სრულდება. თქვენი მთავარი უპირატესობა ნეიტრალიტეტის ველის შენარჩუნებაა. მაშინ, როდესაც თქვენდამი აგრესიას ამჟღავნებენ, შეეცადეთ ძალების მობილიზებას, შექმენით “ემოციების ჩარჩო” და ამ გზით განერიდეთ თქვენს მეტოქეს. ამ პოზიციით აგრესორი ძალიან უხერხულ და არასასიამოვნო მდოგმარეობაში აღმოჩნდება. “ემოციების ჩარჩოს” გაუმტარობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საკუთარი თავის სამართავად.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები