ტოპ 5 ყველაზე ჭორიკანა ზოდიაქოს ნიშანი
ტოპ 5 ყველაზე ჭორიკანა ზოდიაქოს ნიშანი
ჭორაობა უყვარს თითქმის ყველა სუსტი სქესის წარმომადგენელს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ამას თავისებურად აკეთებს. ზოგისთვის საკმარისია თემების საუკეთესო მეგობართან განხილვა, ზოგს კი უნდათ ახალი ამბავი მთელს მსოფლიოს მოსდონ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სიყვარული ჭორაობის მიმართ დამოკიდებულია ვარსკვლავებზე …



5 ადგილი – მერწყული
ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები გიჟდებიან ბავშვებზე, ასე რომ, თუ ამ თემას შეეხებით, შეიძლება მათთან ერთად დილამდე იჭორაოთ. სხვათა შორის, უკეთესია თუ მერწყულების სულში ხელის ფათურს არ დაიწყებთ, ასეთი აქტით შეიძლება ისინი ძალიან გაანაწყენოთ და აღაშფოთოთ. ეს ქალები ძალიან მგრძნობიარეები არიან, როდესაც ვინმე მათ პირად ცხოვრებაში ერევა.

4 ადგილი – სასწორი
მეგობარ სასწორებთან დილიდანვე, დიდი ალბათობით ვერ შეძლებთ ჭორაობას. ამ ლამაზმანებს, როგორც წესი, სძინავთ სადილამდე და ურთავენ ხმას მობილურსაც. მაგრამ ნებისმიერ სხვა დროს, ქალი სასწორები მზად არიან მხარი დაუჭირონ ნებისმიერ საუბარს. იგი არა მარტო ყურადღებით გისმენთ, არამედ თვითონაც გეტყვით რაიმე საინტერესოს. ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალებისთვის ყველაზე შესაფერისი მეგობარია კურო, რადგან მათ საერთო ინტერესები და დისკუსიები აქვთ.

3 ადგილი – მშვილდოსანი
მშვილდოსანი ქალი ინტელექტუალურად განვითარებული და ძალიან
კომუნიკაბელურია. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, ასე რომ, ყოველთვის ყავს ვიღაც ისეთი ვისთანაც გულს კარგად მოიოხებს. მაგრამ თუ თქვენ მასთან ერთად რაიმე უმნიშვნელოს განხილვას აპირებთ, მაშინ დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ. ამ ნიშნის წარმომადგენლების საყვარელი თემები ეგზოტიკური მოგზაურობის და მისტიკური ფენომენების შესახებაა. მეგობარი ლომი მშვილდოსნისთვის არა მხოლოდ შესანიშნავი მოსაუბრეა, არამედ შოკისმომგვრელი იდეების რეალური წყაროც.

2 ადგილი – ტყუპები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალებს იმდენად უყვართ ჭორაობა, რომ შეუძლიათ ბუზისგან სპილო გამოიყვანონ. თუმცა, თავიანთ ახლობლებზე ურჩევნიათ არ ილაპარაკონ. დანარჩენზე ყველაფრის შესახებ უყვართ ლაპარაკარი, განსაკუთრებით მოდაზე და ყველაფერზე რაც მას უკავშირდება. ქალი ტყუპები კმაყოფილები არიან ქალწულ მეგობრებთან ურთიერთობით. მათთან შეუძლიათ მთელი დღე ილაპარაკონ სწორი კვების და სხეულის მოვლის შესახებ, ასევე ერთმანეთს ძალიან პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევენ.

1 ადგილი – ვერძი
სურვილისა და თავისუფალი დროის არსებობისას, ვერძ ქალბატონებს შეუძლიათ გადატანითი მნიშვნელობის გარეშე – მთელი ინფორმაცია გამოქწოვონ. ისინი უბრალოდ არ შეგეშვებიან, სანამ თქვენგან პირველი კლასის საჭორაო მასალას არ მიიღებენ. მათ უნდათ, რომ აუცილებლად იცოდნენ თავიანთი მეგობრების უახლესი ამბები. ისინი მზად არიან თავისი ახლობლების შესახებ ნებისმიერ პირველ შემხვედრს მოუყვნენ. მათი ყველაზე ერთგული მსმენელები კირჩხიბი ქალბატონები არიან.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები