ჯიმ კერიმ წვერი გაიპარსა და ახლა ოცი წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება (4 ფოტო)
ჯიმ კერიმ წვერი გაიპარსა და ახლა ოცი წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება  (4  ფოტო)
როდესაც ჰოლივუდში კაცი მსახიობები წვერს იზრდიან, შემდეგ მათ ძირითადად სექსუალური კაცების სიაში უკრავენ თავს, ისე როგორც ეს კრის ჰემსვორტის ან რაიან რეინოლდსის შემთხვევაში მოხვდა.
ეს ტრენდი ნამდვილად არ შეეხო ჯიმ კერის, 55 წლის მსახიობმა წვერის გაზრდის შემდეგ თქვა, რომ ახლა ადამიანები არა მის ფილმებზე, არამედ მის ახალ გარეგნობაზე იცინიან.



"სადაც მივდივარ ყველგან წვერზე დამცინიან, ამბობდნენ რომ ძალიან შევიცვალე, ხანდახან სანტა კლაუსსაც კი მადარებენ", - ამბობდა კერი.

მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში მსახიობი იმიჯის შეცვლას არ აპირებდა, მანამ სანამ ვენეციის კინოფესტივალზე გაპარსული წვერით არ გამოცხადდა და როგორც საერთაშორისო პრესა წერდა, ის ოცი წლით გაახალგაზრდავდა.






ჯიმ კერის წითელ ხალიჩაზე გამოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წვერის გაპარსვა ნამდვილად აახალგაზრდავებს ადამიანებს.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები