აღარასოდეს გადაყრით ამ პაკეტებს, რომელიც ახალ ფეხსაცმელს მოყვება – ის ოქროზე ძვირფასია!
აღარასოდეს  გადაყრით  ამ  პაკეტებს,  რომელიც  ახალ  ფეხსაცმელს  მოყვება –  ის  ოქროზე  ძვირფასია!
ხშირად, ახალ ნაყიდ ფეხსაცმელს, ელექტრონულ ტექნიკას და ჩანთას პატარა პაკეტი მოყვება წარწერით “silika gel”.პაკეტში სილიკა გელის გრანულები ყრია, რომელიც იწოვს ნესტს და იცავს თქვენს ნივთს გაფუჭებისგან. ჩვენ ხშირად ვაგდებთ ამ პაკეტს იმიტომ, რომ არ ვიცით, რაში გამოვიყენებთ შემდგომში. არადა, საკმაოდ სასარგებლო ნივთია. გთავაზობთ 10 ხერხს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სილიკა გელის პაკეტები.


1. მობილურის დასველება
თუ თქვენს მობილურს წყალი დაესხა, ან სულაც შიგ ჩაგივარდათ , გამორთეთ ის, ამოიღეთ სიმ ბარათი , აკუმულატორი და მთელი ღამით მოათავსეთ სილიკა გელით სავსე ჭურჭელში.


2. ტანსაცმელს ასდის ნესტის სუნი
თუ შვებულების დროს თქვენი ტანსაცმელი უსიამოვნო ნესტის სუნს იღებს, ჩაყარეთ ჩემოდანში სილიკა გელის პაკეტები .


3.სპორტული ჩანთა უსიამოვნო სუნით
სპორტულ ჩანთაში და კარადაში, რომელიც სპორტულ დარბაზებში დგას, სუნი ხშირად არც თუ სასიამოვნოა ხოლმე. თუ თქვენ იქ სილიკა გელის პაკეტებს მოათავსებთ, სუნი მძაფრი აღარ იქნება.


4. ფოტოაპარატის დაორთქლილი ლინზა
ხშირად კამერის ლინზა იორთქლება. მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ სიცივიდან სითბოში გადავიტანთ. ამას ჯადოსნური პაკეტები გამოასწორებს. საკმარისია, ჩაყაროთ ის კამერის ჩასადებში
( ფუტლიარში) ან უკიდურეს შემთხვევაში, მოიქცეთ ისე, როგორც პირველ პუნქტში, მობილურის დასველების დროს.


5. მცენარის თესლის შენახვა
თუ სახლში ინახავთ პაკეტებს მცენარრის თესლით, ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ზამთრის განმავლობაში არ დანესტიანდეს. გერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში მოათავსეთ თესლი სილიკა გელის პაკეტებთან ერთად და პრობლემაც გადაჭრილია.


6. ყვავილების გახმობა
იმისათვის რომ ყვავილები ჩქარა გახმეს, შეახვიეთ ისინი სილიკა გელის პაკეტთან ერთად.


7. ფოტოების შენახვა
თუ გინდათ, ძველი ფოტოები ერთმანეთს არ მიეკრას და დიდხანს შეინარჩუნოს ნათელი მოგონებები, შეინახეთ ის სილიკა გელთან ერთად.


8. ვერცხლის შენახვა
ხარისხიანი ვერცხლისგან დამზადებულ მოსართავ ნაკეთობებს , კოვზებს, დანა-ჩანგალს არ მიეკარება ობი და ნადები, თუ უჯრაში მათთან ერთად სილიკა გელის პაკეტებს შეინახავთ.


9. საპარსის შენახვა
საპარსი თითქმის ყოველთვის ნამიანია, ამიტომ მისი პირი მალე ბლაგვდება. შეინახეთ ის პლასტიკურ პაკეტში სილიკა გელთან ერთად.


10. მანქანის შუშა (პარპრიზი)
რაც მეტი პაკეტს დააწყობთ მანქანის შუშასთან ახლოს, მით ნაკლებად დაიორთქლება ის.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები