9 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა გააკეთოს განქორწინების შემდეგ
9 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა გააკეთოს განქორწინების შემდეგ
1. ნუ დაადანაშაულებთ ერთმანეთს

გარდა იმისა, რომ ეს უაზრობაა და არაფრის მომცემი, იმის გამუდმებით მტკიცებით: "ეს შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე", საკუთარ თავს მსხვერპლის როლში ჩააყენებ.

2. ნუ დაადანაშაულებ საკუთარ თავს

რადგანაც ურთიერთობა – ეს ორის საქმეა, განქორწინებაში ცოლსაც და ქმარსაც მიუძღვის ბრალი, ამასთან, თანაბრად.

3. მიაკითხე ფსიქოლოგს

ეს მნიშვნელოვანია და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეშლილი ხარ. შენ ხომ ექიმთან მაშინ მიდიხარ, როცა რაიმე გტკივა? აქაც იგივე შემთხვევაა.

4. ნუ აიძულებ მეგობრობას ყოფილს, თუ ეს რთულად მიიღწევა

ამის მაგივრად ეცადე, დაძაბულობისა და ჩხუბის გარეშე ეკონტაქტო მას.

5. ნუ მოერიდები ცრემლებს

ტირილი – ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ამიტომაც ნუ ჩაიკლავ ცრემლებს. პირიქით – ფსიქოლოგები თვლიან, რომ ემოციების შეკავება მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

6. დაუთმე დრო საკუთარ თავს

გამოიტირე? ახლა კი დროა, მიხედო საკუთარ თავს: წადი შვებულებაში, იშოპინგე, გაიჩინე შინაური ცხოველი... ერთი სიტყვით, გაახარე საყვარელი საკუთარი თავი!

7. შეეცადე აპატიო საკუთარ თავსაც და მასაც

გახსოვდეს, ეს უცებ ვერ მოხდება. დრო ნამდვილად სჭირდება იმას, რომ ჩაცხრეს ტკივილი და ჭრილობები შეხორცდეს, მაგრამ აუცილებლად დაუბრუნდი ამ აზრს, როგორც კი მიხვდები, რომ მზად ხარ პატიებისთვის.

8. შეიყვარე საკუთარი თავი

ქორწინების დროს ხშირად ვივიწყებთ საკუთარ თავს. გაიხსენე, ვინ ხარ, რა გაინტერესებს, რისი მიღწევა გსურს... გახსენი საკუთარი თავი ხელახლა და თავიდან შეიყვარე ის!

9. შეეცადე იპოვო პლუსები

დაიწყე თუნდაც წვრილმანებით: სამაგიეროდ, დილაობით აღარ მოგიწევს ერთი საათი ლოდინი, როდის გამოვა ქმარი საშხაპიდან ან ტუალეტიდან, არავინ დაგახვედრებს გასარეცხი ჭურჭლის გორას ან დაყრილ წინდებს დივნის ქვეშ. ასე რომ, მიიღე სიტუაცია ისეთად, როგორიც არის და მაშინ აუცილებლად გამონახავ ძალებს, შეუფერხებლად იარო წინ, ახალი და ძალიან საინტერესო ცხოვრებისკენ!

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები