ადამიანების 5 ტიპი, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაშენდნენ!
ადამიანების 5 ტიპი, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაშენდნენ!
1. ამ ადამიანების კატეგორიაში პირველ ადგილს დაიკავებს აუცილებლად მატყუარა ადამიანები, ის ადამიანები რომლებიც საკუთარ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ, რომლებიც სხვებს ატყუებენ იმდენად დამაჯერებლად რომ შემდეგ თვითონაც სჯერათ და ცხოვრობენ ისე თითქოს ეს ყველაფერი რეალურია. ამ ადამიანების კატეგორიაში შეიძლება შევიდნენ ის გოგონები რომლებიც ვალენტინობის დღეს სოციალურ ქსელებში საკუთარ ან მშობლის ნაყიდ ყვავილებს და საჩუქრებს გამოაქვეყნებენ სათაურით “ჩემი სიყვარულისგან”. ან ის მამაკაცები რომლებიც ბლატაობენ საკუთარი სექსუალური აქტების რაოდენობით. ეს ყველაფერი ჰგავს მონადირის მონაყოლ ზღაპრულ თავგადასავლებს, რომლისაც შემდეგ მონადირესაც სჯერა.

2. არ შემიძლია ამ ადამიანების ჩამონათვალში არ შევიყვანო ქართველი უფროსი თაობის ნაწილი საკუთარი კომენტარებითურთ, რომლებიც ძირითადად გამოირჩევიან სოციალური ქსელების კედელზე ან სურათის ქვეშ კომენტარებში მთელი ნათესავებისა და საგვარეულოს მოკითხვით, “რას შვრება გურამი”, “ნაზი კიდევ მოხუცს უვლის იტალიაში?”, “бицола момикитхе”. ქართული სიტყვების არც ინგლისურ ენაზე გადმოცემა მსიამოვნებს და მითუმეტეს არც რუსული. განსხვავდებიან ასევე კომპლიმენტებით, “lamasad har hvilo”. ან შამპანურის, ბომბონერისა და გულის ფოტოს ატვირთვის კომენტარებში.  ამ ადამიანების მიმართ არ ვარ ცუდად განწყობილი, არც დიდად მაღიზიანებს, უფრო მახალისებს.

3. ადამიანები რომლებიც სიკეთეს ერთხელ გაგიკეთებენ და შემდეგ შენ რაც არ უნდა გაუკეთო გონიათ რომ მაინც ვალში ხარ მასთან. გუშინ ავტობუსში მძღოლის უკან ვიჯექი, დავინახე როგორ დაუქნია ხელი მოხუცმა ქალმა და მძღოლმაც დაუფიქრებლად გაუჩერა ისეთ ადგილას სადაც არ იყო გაჩერება, ამოვიდა ქალბატონი დიდი მადლობა გადაუხადა და ჩემს გვერდით დაჯდა. დაიწყო მძღოლმა წუწუნი და დაყვედრება, “თქვენ იცით რა მომივა თუ გაიგებენ რომ გაგიჩერეთ, ახლა ამის მერე შეეჩვევით და სულ ასეთ ადგილებში მომთხოვთ გაჩერებას”. თუ ასეთი ამბავი უნდა აგეტეხა რატომ გაუჩერე, ან თუ გაუჩერე გაჩუმდი და გააგრძელე გზა.

4. “ხურდა ხო არ გაქვს ძმა” ადამიანები. ვაღიარებ, ბოლო პერიოდში არც ისე ხშირად ჩანან ამ
ტიპის ადამიანები, მაგრამ მაინც არსებობენ უფრო სკოლის ასაკის ბიჭებში და სხვათაშორის გოგონებშიც. ვერ ვხვდები რით განსხვავდება “ხურდა ხო არ გაქვს ძმა” სიტუაცია ჩვეულებრივი მათხოვობისგან? უფრო ცივილური ფორმა აქვს?

5. და ბოლოს, მუტაცია განცდილი კაი ბიჭი პაცნები, ანუ გაჩითული ტიპები, რომელთა მოღვაწეობამ ძირითადად სოციალურ ქსელში გადმოინაცვლა. ამავდროულად ისინი მეგობრობენ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებთან მეტი ცნობადობისა და ფართო შესაძლებლობების გამო. მათი ჩაცმულობის ძირითადი სტილია, შავი როლინგი, ოდნავ ფართე ჯინსები, ბენსიმონები, აუცილებლად სათვალე და ზოგ შემთხვევაში ლურჯი ბენდენა. სოციალურ ქსელებში გამოირჩევიან შემდეგი სტილის სურათებით – ჯიბეებში ჩაწყობილი ორივე ხელი, მენჯები გამოწეული წინ, ზურგი გადაწეული უკან ფეხის ქუსლების ზომაზე, აუცილებლად სათვალეებით, ხანდახან გვერძე გახედილ პოზაში.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები