უნგრეთში რუსი გულშემატკივრები გააუპატიურეს
უნგრეთში რუსი გულშემატკივრები გააუპატიურეს
სამი რუსი გულშემატკივარი, რომელიც 2017 წლის 5 ივნისს უნგრეთში რუსეთისა და ადგილობრივი ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გაემგზავრა, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.

გამარჯვებით გახარებული გულშემატკივრები სტას მიხაილოვის სიმღერებს მაღალ ხმაზე უსმენდნენ და გამარჯვებას აღნიშნავდნენ, რაც ძალიან არ მოეწონათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს.

როგორც ერთ-ერთი გულშემატკივარი ვიქტორი ყვება: "რუსი გულშემატკივრები ბუდაპეშტის ცენტრში სეირნობდნენ მატჩის შემდეგ, ერთ-ერთ ბარში ლუდი დალიეს და სმარტფონში სტას მიხაილოვის სიმღერებს უსმენდნენ, როდესაც ბარში მთვრალი უნგრელი გულშემატკივრები შევარდნენ.

მათ რუსული სიმღერა იცნეს, თავს დაესხნენ, გაძარცვეს და ბარის სარდაფში გააუპატიურეს რუსი გულშემატკივარი. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დაიწყეს. უნგრელმა პოლიციელებმა რუსი გულშემატკივრები სამართალდამცავ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ისინი დააჯარიმეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო."

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები