7 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მალე გაღარიბდებით
7  ნიშანი  იმისა,  რომ  თქვენ  მალე  გაღარიბდებით
სიღარიბე მრავალი ადამიანის პრობლემაა, უმრავლეს შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული, მაგრამ ზოგჯერ თავად ადამიანებიც სცოდავენ და საკუთარ თავს სიღარიბის მარწუხებიდან თავის დახსნის საშუალებას არ აძლევენ. სწორედ ამას უძახიან "სიღარიბის ვირუსს", მის სამკურნალოდ კი საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილი 7 უარყოფითი თვისება მოიშოროთ:

1.
თქვენ გამუდმებით ცდილობთ სხვადასხვა შეღავათიან აქციებში მონაწილეობას და ეძებთ ფასდაკლებებს, მოწადინებული ხართ ყველაფერში ეკონომიის გააკეთოთ.

...2. გშურთ მათი, ვინც თქვენზე მეტს მიაღწია, მათ მიღწევებს აკნინებთ და თავს იმით იმშვიდებთ, რომ ისინი არაკეთილსინდისიერად გამდიდრდნენ, უბრალოდ გაუმართლათ და მათი დამსახურება ამაში არაფერია.

3. არ გიყვართ თქვენი სამსახური და იქ მხოლოდ იმისთვის დადიხართ, რომ უბრალოდ იჯდეთ და თვის ბოლოს ხელფასი აიღოთ.

4. ხშირად წუწუნებთ თქვენს ცხოვრებაზე.

5. გეშინიათ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლის, პრინციპით „ვაი და უფრო უარესი მოხდეს?!“

6. ოცნებობთ რომ სიმდიდრე მოულოდნელად დაგატყდეთ თავს, მაგალითად მიიღოთ მემკვიდრეობა არარსებული ამერიკელი ბაბუისგან.

7. ზუსტად იცით, რომ დამნაშავე თქვენს სიღარიბეში არის: სახელმწიფო, პრეზიდენტი, ხელისუფლება, თქვენი უფროსი. მშობლები, ცოლი/ქმარი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თქვენ
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები