5 ყველაზე მდიდარი ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს
5  ყველაზე  მდიდარი  ქართველი,  რომელიც  რუსეთში  ცხოვრობს
თავის დროზე რუსეთის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერლის თამარ გვერდწითელის მიერ რუსეთის ჰიმნის შესრულებას ჩვენში მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

ეს ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც რუსეთში მოღვაწე ქართველები საქართველოში განკიცხვის ობიექტი კრემლთან სიახლოვის გამო ხდებიან, თუმცა ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ რუსეთში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, ქართველების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიასპორა ცხოვრობს და ჩვენი თანამემამულეები არაერთ სფეროში წარმატებულებიც არიან.

...რუსეთში მცხოვრები 5 ყველაზე შეძლებული ქართველი

ზურაბ წერეთელი
რუსეთში მოღვაწე 83 წლის ზურაბ წერეთელი მოქანდაკე, მხატვარი და პედაგოგია. ის წლების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო დაახლოებული რუსეთის სხვადასხვა ხელისუფლებებთან და დღემდე რჩება კრემლის ფავორიტად. მისი ნამუშევრები მსოფლიოშია ცნობილი. 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია. წერეთლის ცნობილი ნამუშევრებია: პეტრე დიდის ძეგლი, იოანე პავლე II -ის ქანდაკება, მონუმენტები "მეგობრობა სამუდამოდ", "კარგი ამარცხებს ბოროტს" და ა.შ.

ავტორია 500 ათასზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, მონუმენტური ნამუშევრებისა.
წერეთელი ავტორია ქრისტეს ქანდაკებისა (80მ.), რომელიც შესაძლოა სანკტ-პეტერბურგში დადგან. მიუხედავად მისი პოპულარულობისა, ხშირად აკრიტიკებენ გიგანტური ნამუშევრების გამო. საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ
მან მონუმენტი თვით ვლადიმირ პუტინს მიუძღვნა.
ზურაბ წერეთელს არ უყვარს ქონებაზე საუბარი, თუმცა ამბობენ, რომ ის არაერთი დიდი რუსული კომპანიის წილების მფლობელია და მის საკუთრებაში სულ ცოტა ორი მილიარდი დოლარია.

თენგიზ არშბა
რუსეთში მოღვაწე ოთარ, იგივე თენგიზ არშბა 1955 წელს სოხუმში დაიბადა და გაიზარდა ბათუმში.

ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონ სოფელ ბედიაში ატარებდა. ბებიის თხოვნით საქონელს უვლიდა, შეშას ჩეხავდა, სწორედ ბებოს წყალობით მიეჩვია მომავალი ბიზნესმენი შრომას. რაც შეეხება სპორტს, ძალიან უყვარდა ფეხბურთი. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც გახლდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ოთარის ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. სწავლობდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. 1994 წელს კი მოსკოვის საერთაშორისო საფინანსო-საბანკო სკოლა დაამთავდა.

2003 წლიდან რუსეთის დუმის დეპუტატია.
90-იან წლებში რუსეთში მან საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა. არშბა ქართველი მილიარდერების სიაში მეცხრე პოზიციას იკავებს. მისი ქონება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მილიარდერი მსოფლიოში მე-14 უმსხვილესი რუსული სამთო-მეტალურგიული კომპანიის "ევრაზ ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრია.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები