"12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემმა ცოლმა მოისურვა, რომ ერთ დღეს სხვა ქალი დამეპატიჟებინა ვახშმად. მითხრა, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ვიცი..."
"12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემმა ცოლმა მოისურვა, რომ ერთ დღეს სხვა ქალი დამეპატიჟებინა ვახშმად. მითხრა, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ვიცი..."
"12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემმა ცოლმა მოისურვა, რომ ერთ დღეს სხვა ქალი დამეპატიჟებინა ვახშმად. მითხრა, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, არსებობს სხვა ქალიც, რომელსაც ასევე ძალიან უყვარხარ და ძალიან ბედნიერი იქნება, თუ მასთან გაატარებ დროსო.
მართლაც, “სხვა ქალი”, რომელსაც ცოლი გულისხმობდა, ოცნებობდა ჩემთან რამდენიმე საათის გატარებაზე. ის დედაჩემი გახლდათ, რომელიც 19 წლის წინ დაქვრივდა.
მე კი სამი შვილისა და სამსახურის გამო მხოლოდ ტელეფონით ვახერხებდი მის მოკითხვას, ნახვით კი წელიწადში ერთხელაც ძლივს ვნახულობდი და მაშინაც გადარბენაზე.
საკუთარ დედასთან შეხვედრაზე ცოლს უარს როგორ ვეტყოდი?! ავდექი და საღამოს დავურეკე, თან ვახშმად და კინოში დავპატიჟე.
...– რა მოხდა, ხომ კარგად ხარ? – შეშფოთებულმა მკითხა. დედა ზუსტად ის ქალია, ყოველთვის ცუდზე რომ ფიქრობენ და ტელეფონის ზარიდან მხოლოდ ცუდ ამბებს ელიან.
– რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ვიფიქრე ესიამოვნება ჩემი ნახვა-თქო, – ვუპასუხე მე.
დედა დაფიქრდა და… დამთანხმდა. პარასკევს სამსახურის მერე გავუარე. თქვენ წარმოიდგინეთ, ვნერვიულობდი. მანქანა რომ მისი სადარბაზოს წინ გავაჩერე, უკვე კართან იდგა. შევამჩნიე, რომ ისიც ღელავდა.
სახლის კართან იდგა. მხრებზე პალტო მოესხა, თმა

დაეხვია, კაბაც
ვიცანი – ქორწინების ბოლო წლისთავზე ეცვა.
– ჩემს მეგობრებს ვუთხარი, შვილმა რესტორანში დამპატიჟა-მეთქი. ყველა დანაღვლიანდა, – მითხრა დედამ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ.
რესტორანში მივედით. მდიდრული არა, მგრამ სამაგიეროდ ლამაზი და მყუდრო იყო. დედა ხელზე დამეყრდნო და ისე ამაყად მომყვებოდა, თითქოს პირველი ლედი იყო.
რომ დავსხედით, მენიუ მე წავუკითხე – დედა წვრილ შრიფტს ვეღარ არჩევდა. ნახევარი რომ წავუკითხე, ავხედე – დედა მიყურებდა, სახეზე კი ნოსტალგიური ღიმილი დასთამაშებდა.

– პატარა რომ იყავი, მენიუს მე გიკითხავდი.
– და დროა, ვალი დაგიბრუნო არა? – ვუპასუხე მე.
გულიანად ვისაუბრეთ. ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი ახალი ამბები მოვუყევით. ისე კარგად ვჭუკჭუკებდით, რომ ფილმის დაწყების დრო გამოგვეპარა და კინოში დავაგვიანეთ.
სახლში რომ მივიყვანე, მითხრა: “კიდევ ერთხელ წამოგყვები რესტორანში, მაგრამ ამჯერად მე დაგპატიჟებ”. დავთანხმდი.
– როგორ ჩაიარა საღამომ? – დაინტერესდა ჩემი ცოლი.
– იმაზე უკეთ, ვიდრე წარმომედგინა.
რამდენიმე დღეში დედა ინფარქტით გარდაიცვალა. ისე სწრაფად დალია სული, მისთვის ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და იმავე რესტორნიდან გადახდის ქვითარი გამომიგზავნეს. მას წერილიც მოჰყვა:
“ჩვენი მეორე ვახშმის ანგარიში წინასწარ გადავიხადე. მართალია, არა ვარ დარწმუნებული, რომ ერთად ვახშმობას კიდევ მოვახერხებთ, მაგრამ მაინც 2 კაცზე გადავიხადე – შენი და შენი ცოლისთვის. ვერასოდეს აგიხსნი, რას ნიშნავდა ჩემთვის ის ვახშამი, რომელიც შენ მომიწყვე. ძალიან მიყვარხარ, შვილო”


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
06-02-2018
"მაგრამ ისიც ხომ იცი შენ ძალიან კარგად, ხომ დარწმუნებული ხარ გულის სიღრმეში, რომ მე არა ვარ ცუდი ადამიანი. მაშ, მაპატიე ამ ცოდნისთვის ჩემი ცუდი საქციელი, მაპატიე ყველაფერი ის, რისი პატიებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რომ ყველა მაქებდეს, შენც მაქებდე და სინამდვილეში კი გრძნობდე, რომ არა ვარ ამ ქების ღირსი, ჯობია – დამეთანხმე – გაგინებდნენ და არ იყო ამ გინების ღირსი, თუნდაც აკეთებდე ცუდს და არ იყო სინამდვილეში ცუდი, ვიდრე გაქებდნენ და ტყუილა, აკეთებდე კარგს და იყო ცუდი კაცი, თვალთმაქცი.

გეფიცები, დედა, დედას გეფიცები, რომ მე ალბათ ღმერთის სამსჯავროს წინაც არ გავიმართლებდი ასე მხურვალედ თავს; თვითონ იცი, რომ როცა ჩემზე ცუდს ამბობენ, მე სიტყვით მხოლოდ ვუორკეცებ ხოლმე მთქმელს თავის აზრს, რადგან ზიზღს იწვევს ჩემში ყოველგვარი თავის მართლება;

და მე თუ თავს ვიმართლებ, პატიებას ვთხოვ საკუთარ დედას, მხოლოდ იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს ის; თუ სიყვარულის დათვლა შეიძლება, ასე დავითვლი: იმაზე ათასჯერ ძალიან მიყვარს, რამდენი უსიამოვნებაც მიმიყენებია მისთვის.

კარგად იყავი, ჩემო დედა.

გწამდეს ჩემი.

როგორმე მოუარე ნერვებს ასეთ პირობებში.

თუმცა ძალიან ძნელია თვითეული კალმის მოსმა ჩემთვის ამ სიყალბისა და თვალთმაქცების ხელში, მაგრამ შედეგი ორმაგად ძვირფასი იქნება და ყველაზე პირველმა მინდა, რომ შენ გაიგო ეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე და დილით საშინელი თავის ტკივილით ავდექი, როცა მამასგან შენი ავად გახდომის ამბავი გავიგე.’’

გურამი წერილის დაწერიდან 4 დღეში დაიღუპა.
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები