პატარას ცალი მხარე პარალიზებული ჰქონდა ექიმმა კი მშობლებს ამ ჯიშის ძაღლის ყიდვა ურჩია... ვერავინ იჯერებდა იმას, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა...
პატარას  ცალი  მხარე  პარალიზებული  ჰქონდა  ექიმმა  კი  მშობლებს  ამ  ჯიშის  ძაღლის  ყიდვა  ურჩია... ვერავინ  იჯერებდა  იმას,  რაც  ამ  ყველაფერს  მოჰყვა...
ამქვეყნად დაუჯერებელი ამბებიც ხდება. მით უმეტეს, თუ საქმე სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ზოგჯერ სადაც მედიცინა უძლურია, ბუნება მარტივად ამარცხებს სენს. ეს ამბავი სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. ბევრისთვის კი აქ დაუჯერებელიც არაფერია. გთავაზობთ ამ წერილს:
"ჩემს ახლობელს სამი შვილი ჰყავს, 2 გოგო და ერთი ბიჭი. ბიჭუნა შვიდთვიანი დაიბადა. პრაქტიკულად, მკვდარი იყო და რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ შეუნარჩუნეს სიცოცხლე. ცალი მხარე პარალიზებული ჰქონდა. ექიმიდან ექიმთან, კლინიკიდან კლინიკაში ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს, თუმცა დიდი შედეგები და უკეთესობა არ დატყობიათ.
ერთმა ექიმმა ნევროლოგმა მათ ძაღლის ყიდვა
ურჩია -
ჩაუ-ჩაუ ან ლაბრადორი იყოლიეთო. მშობლები ამ წინადადებას სიხარულით არ შეხვედრიან - 3 ბავშვი, ამდენი პრობლემა და კიდევ ძაღლის მიმატება ნამდვილად არ უნდოდათ, მაგრამ ექიმმა აუხსნა, ეს კეთილი რჩევა კი არა, ჩათვალეთ, რომ დანიშნულებააო. იყიდეს ჩაუ-ჩაუ. გოგოებმა ძალიან გაიხარეს, მაგრამ ძაღლი რატომღაც მათ დიდ ყურადღებას არ აქცევდა. მხოლოდ ბიჭუნასთან სიახლოვე უნდოდა და წარა-მარა ლოკავდა. მშობლებმა დიდი გაოცებით აღნიშნეს, რომ ძაღლი სწორედ პარალიზებულ მხარეს ლოკავდა. გადაწყვიტეს, ხელი არ შეეშალათ ამ უცნაურობისთვის.
...იმ პერიოდში მათთან მასაჟისტი დადიოდა. როცა ძაღლის ქცევის შესახებ შეიტყო, მშობლებს გამოუცხადა, არ შეიძლება ბავშვისთვის ერთდროულად 2 მასაჟიო და მათთან ვიზიტზე უარი
თქვა. თავისი გადაწყვეტილება კი ასე ახსნა: ჩემი მასაჟი ძაღლისას ნამდვილად ვერ შეედრებაო.
ცოტა ხანში მართლაც სასწაული მოხდა - ერთ თვეში ბავშვმა ძაღლისკენ ირივე ხელი გაიშვირა. ძაღლი ისე უვლიდა პატარას, როგორც საკუთარ ლეკვს. ბავშვიც თანდათან გააქტიურდა და... დღეს უკვე ერთი წლისაა. თავისუფლად მოძრაობს და დადის. ექიმები დღემდე ვერ ხსნიან ამ მოვლენას".
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები