რატომ აქვს კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელს წითელი ლანჩა?
რატომ აქვს კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელს წითელი ლანჩა?
ყველაფერი წლების წინ, ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაქით დაიწყო...


ერთ დღეს ლუბუტენმა შენიშნა, რომ მის ასისტენტს ფრჩხილებზე მკვეთრი წითელი ფერის ლაქი ესვა.
...დიზაინერმა ქალს ლაქი გამოართვა და ფეხსაცმლის მოსაწყენი, შავი ლანჩა წითლად შეღება.
შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ დიზაინერმა წითელლანჩიანი ფეხსაცმლის სერიის გამოშვება გადაწყვიტა.
ამის შემდეგ წითელი ძირი ამ ფრანგი დიზაინერის ფეხსაცმლის სავიზიტო ბარათად იქცა.

2012 წელს ჰოლანდიურმა კომპანიამ, VAN HAREN-მა მსახიობ ჰოლი ბერისთან ერთად, წითელლანჩიანი ფეხსაცმლის კოლექცია წარმოადგინა.
ლუბუტენმა ეს თავისი სავაჭრო მარკის უკანონო გამოყენებად ჩათვალა და VAN HAREN-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
კომპანიის ადვოკატებმა შეძლეს სასამართლოსთვის დაემტკიცებინათ, რომ წითელი ლანჩი ლუბუტენის ექსკლუზივი არაა და ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში მოდური იყო.

მოგვიანებით კი წითელლანჩიანი ფეხსაცმელი „ივ სენ ლორანმაც“გამოუშვა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები