19 წლიანი ქორწინების შემდეგ კაცმა გაიგო, რომ მისი ცოლი სინამდვილეში კაცია
19  წლიანი  ქორწინების  შემდეგ  კაცმა  გაიგო,  რომ  მისი  ცოლი  სინამდვილეში  კაცია
ბელგიის მკვიდრმა, 64 წლის მამაკაცმა 19 წლიანი ბედნიერი ქორწინების შემდეგ ნამდვილი შოკი განიცადა, როდესაც შეიტყო, რომ მისი მეუღლე ტრანსექსუალია. წლების მანძილზე მას ერთხელაც არ შეპარვია ეჭვი, რომ მშვენიერი მეუღლე ოდესაღაც მამაკაცი იყო.

1993 წელს იანმა მონიკაზე იქორწინა,მომხიბვლელი ინდონეზიელი გოგონა იანის ოჯახში მოსამსახურედ მუშაობდა. იანს იმდენად მოეწონა მონიკა, რომ მის გამო მეუღლესაც გაშორდა, გარკვეული სამართლებრივი პრობლემებიც მოუგვარა ახალ შეყვარებულს, არადა მიგრაციულ სამსახურს იმწამსვე შეეპარა ეჭვი „საცოლეს“ დაბადების მოწმობის წარმომავლობაში. მაგრამ შეყვარებული ბელგიელი არაფერს ამჩნევდა.

...„ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი ქალი იყო, არანაირი მამაკაცური ნაკვთები არ შემინიშნავს მასში. იმ დროისთვის 27 წლის იყო, მე ვკითხე, სურდა თუ არა საერთო ბავშვები გვყოლოდა და ძალიან გამიხარდა, როდესაც უარით მიპასუხა. მაშინ ხომ 44 წლის ვიყავი და საკუთარი 2 შვილი მყავდა.“– განმარტავს იანი.

თითქმის 20 წლის მანძილზე მეუღლეები ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდნენ. მონიკამ განუცხადა მეუღლეს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებდა, ამიტომაც იანს არ უკვირდა, რომ მონიკა არ ორსულდებოდა. თანაც ცოლი შესანიშნავი კულინარი იყო და
ძალიან კარგად ართმევდა თავსი გერების აღზრდას. თუმცა მას არ უყვარდა სახლის დალაგება და თეთრეულის დაუთოება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მონიკა გვიან ბრუნდებოდა სახლში, გამომწვევი სამოსის ჩაცმა დაიწყო.

„პაწაინა მაისურები ეცვა, რომლებიც ძლივს ფარავდნენ სხეულს, სახლში 100 წყვილი ფეხსაცმილი ჰქონდა. ხოლო ერთხელ შევნიშნე, რომ კომპიუტერის ეკრანზე ახალგაზრდა მამაკცის სურათს თვალებით ჭამდა.“ – ამბობს იანი, რომელიც ხვდებოდა, რომ მეუღლე ღალატობს, თუმცა მაშინაც არ მოსვლია აზრად, რომ ის – მამაკცია.

ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ სტუმრად მონიკსას ნათესავი არ ჩამოვდა და მისი წარსულის შესახებ სიტყვა არ ჩაუკრა.

„ამის შესახებ შვილს ვუთხარი და მანაც აღნიშნა, რიმ მსგავსი ჭორი დიდი ხანია ტრიალებს, ანუ რომ მონიკა ოდესაღაც მამაკაცი იყო.“ – განაცხადა იანმა.

ამისი შემდეგ მან პირდაპირ ჰკითხა მონიკას, სინამდვილეში თუ რა სქესის იყო და მან აღიარა, რომ მამაკაცია და ოპერაციის შედეგად სქესი შეიცვალა.

„სამყარო წამებში დამენგრა! შოკში ჩავვარდი. ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ამ წლების განმავლობაში ძალადობდნენ ჩემზე და დამცინოდნენ.“ – აცხადებს გაოგნებული ბელგიელი, რომელსაც ფსიქიატრის დახმარებაც დასჭირდა სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად.

ახლა იანი მეუღლეს ეყრება, მასთან ერთი ჭერქვეშ ცხოვრებაც არ სურს, თუმცა პროცესის დასრულებამდე სასამართლოს დადგენილებით მონიკა მასთან ერთ სახლში იცხოვრებს. მეუღლეები სხვასხვა ოთახებში ცხოვრობენ, ცდილობან ნაკლებად შეხვდნენ ერთმანეთს.

„ის, რაც მონიკამ მე და ჩემს ოჯახს გაუკეთა – მიუტეველი საქციელია. მინდა რომ საერთოდ გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან.“– განაცხადა იანმა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები