სიკვდილის არომატი – რა სუნს გრძნობენ ადამიანები, როდესაც სიკვდილი უახლოვდებათ!
სიკვდილის  არომატი – რა  სუნს  გრძნობენ  ადამიანები,  როდესაც სიკვდილი  უახლოვდებათ!
ადამიანის სხეული - რთული სისტემაა, რომლის სრული გაგებაც რთულია. მეცნიერები ჯერ კიდევ მუშაობენ იმის გარკვევაზე, როგორ და რატომ მუშაობს იმგვარად, როგორც მუშაობს. ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვიგებთ, საიდან წარმოიშვება გრძნობები და ემოციები. მოვლენა, რომელიც ჯერ კიდევ გამოცანად რჩება არის - სიკვდილისწინა მომენტი.
ექიმები ამბობენ, რომ ბევრმა პაციენტმა ექიმზე ადრე იცის რომ კვდება. სასიცოცხლო ფუნქციები შეიძლება უმჯობესდებოდეს, მაგრამ პაციენტი გრძნობს, რომ დასასრული ახლოსაა.

ადამიანებს, რომელთაც ეს მექვსე გრძნობა აქვს, ხშირად ახლობლებთან დამშვიდობებასაც ასწრებენ.
...
ამბობენ, რომ არ არსებობს სიკვდილის მოახლოების შეგრძნება და შემთხვევა, როდესაც
ადამიანები თავის ახლობლებს ემშვიდობებიან უბრალოდ დამთხვევაა.

კენტის უნოვერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლაში ჩატარდა კვლევა, რომელშიც შესწავლილი იყო იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანები თავის სიკვდილს სუნის მიხედვით გრძნობენ.

არნო ვისმანმა, რომელიც ამ კვლევას ხელმძღვანელობდა, შეისწავლა ადამიანის სხეული სიკვდილის პროცესში. აღმოჩნდა, რომ როდესაც ადამიანი კვდება, მისი სხეული ირღვევა და ამ პროცესის დროს ბევრ არომატს უშვებს, მათ შორისაა არომატი putrescine, რომელიც სწორედ ამ რღვევის შედეგს წარმოადგენს. ადამიანები გაუთვითცნობიერად იციან ეს სუნი ან ქვეცნობიერად ცნობენ მას.

არნო ვისმანმა სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაატარა, გამოიყენა putrescine -ის, ამიაკის და წყლის სუნები. მონაწილეებს სხვადასხვა სუნები გაასინჯეს და შემდეგ მათი რეაქციები გამოიკვლიეს. Putrescine-ის არომატმა მონაწილეებში უარყოფითი ემოციები გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანი აქამდე ამ სუნს არ იცნობდა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები