ზუსტად ამ მიზეზის გამო აგიკეთა მსოფლიოში უამრავმა ექიმმა ეს ტატუირება...
ზუსტად  ამ  მიზეზის  გამო  აგიკეთა  მსოფლიოში  უამრავმა  ექიმმა  ეს  ტატუირება...
ყველას გვსმენია იმის შესახებ, რომ როცა ადამიანი მოულოდნელად კარგავს გონებას და ამის მიზეზი სულაც არაა დაკავშირებული გულთან, გარეშეთა პირველი მოქმედება გულის არაპირდაპირი მასაჟია, რაც, უმეტესწილად, არათუ შველის გონდაკარგულს, არამედ კატეგორიულად აკრძალულია მის მდგომარეობაში.



...სამედიცინო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც გულის არაპირდაპირი მასაჟების შემდეგ მოხვდა კლინიკაში, ან დაიღუპა, ან სამუდამოდ დარჩა შშმ პირად - მხოლოდ ცალკეული შემთხვევები არსებობს, როცა გულის მასაჟი ეფექტური გამოდგა. სხვა შემთხვევებში ამ ადამიანთა სიცოცხლე ან წყდებოდა, ან გრძელდებოდა ცოტა ხნის განმავლობაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებით, რასაც ექიმების უმრავლესობა, უბრალოდ, ტანჯვას უწოდებს და ამბობს, რომ იმ ტანჯვისთვის, რასაც, სინამდვილეში, პაციენტს აყენებს აპარატთან მიერთება, ჩვენ ტერორისტებსაც კი არ გავიმეტებდით.



მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მზადაა, ახლობელს არათუ მიაყენოს მსგავსი ტანჯვა, არამედ მისი ტანჯვისთვის სერიოზული თანხაც კი გადაიხადოს. გამოკვლევები, რომლებსაც პოპულარული "უოლ სტრით ჯორნალი" იშველიებს, ცხადყოფს, რომ ახლობლების მხრიდან პაციენტების გამეტება მსგავსი სატანჯველისთვის ერთერთი მიზეზია იმისა, რომ მედიკოსებს შორის ბევრად მეტია ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების ფაქტები, სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შედარებით.



პაციენტს აწვენენ გაუნძღევლად, ურჭობენ სუნთქვის ორგანოებში მილს და წამლავენ სხვადასხვა პრეპარატით, რათა შეიქმნან ილუზია, რომ ის ცოცხალია. სინამდვილეში ეს არის ენით აუწერელი განსაცდელი და ტანჯვა, რომელსაც ჩვენ ახლობელს ვუვლენთ და ვაყენებთ - ასე მიიჩნევს ექიმთა ის ნაწილი, რომელმაც კარგად იცის, რომ თუ რაიმე ექსტრემალური შეემთხვევა, უარს იტყვის გულის მასაჟსა და რეანიმაციის პროცედურებზე, მით უმეტეს, რეანიმაციის განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებაზე:



იმ შემთხვევისთვის, თუ ამის თქმას ვერ მოასწრებენ, ბევრ მათგანს გამზადებული აქვს ნოტარიალურად დამოწმებული ხელწერილი, ბევრი კი სხეულის გამოსაჩენ ადგილას ატარებს ტატუს, სადაც ცალსახად გამოხატულია უარი მსგავს პროცედურებზე. როგორც წესი, ტატუს ტექსტი ბევრ ქვეყანაში
ითვლება სურვილის გამოხატულებად. ექიმთა ნაწილი სწორედ ამ პროცედურებზე უარის თქმის დემონსტრირებისთვის ატარებს მედალიონს, სადაც ყველაფერი ნათლადაა ჩამოყალიბებული.



რატომ ამბობენ ექიმები უარს ამ პროცედურებზე? იმიტომ, რომ მათ ჩვენზე მეტი იციან თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობების შესახებ და არ სჯერათ მისი ყოვლისმცოდნეობის. მათ კარგად იციან, რომ თუ უკურნებელი სენი აქვთ, ქიმიოთერაპია და სხვა მანიპულაციები, მათ შორის, ზოგჯერ ოპერაციაც კი, არაფერს უშველით და მეტიც, აგრესიული მკურნალობის გარეშე მათ, შესაძლოა, უფრო მეტხანსაც იცოცხლონ. ამიტომ ისინი უარს ამბობენ მედიცინაზე და სიცოცხლის დარჩენილ დროს ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან ატარებენ, რის შემდეგაც მშვიდად, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში კვდებიან. გარდა ამისა, არსებობს ტკივილის გაყუჩების თანამედროვე სისტემა, რომელიც ღირსეულად სიკვდილის გარანტიას იძლევა...



"უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორს, რომელიც თავადაც ექიმია, მოჰყავს რამდენიმე მაგალითი, როცა ექიმებმა უარი თქვეს კოლეგების მომსახურებაზე და სახლს მიაშურეს. ავტორი წერს, რომ თავადაც ამ მიდგომის მომხრეა - უარი გულის მასაჟებსა და რეანიმაციას.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები