"ისეთი თანხა დაჯდა ჩემი შვილის ბანკეტი, ვერ გავუშვი და გული დავწყვიტე... მარაზმად იქცა ეს თემა"
"ისეთი თანხა დაჯდა ჩემი შვილის ბანკეტი, ვერ გავუშვი და გული დავწყვიტე... მარაზმად იქცა ეს თემა"
სას­კო­ლო ბან­კე­ტე­ბის­თვის სამ­ზა­დი­სი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და. ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი უჯ­დე­ბა მშო­ბელს. უფრო მე­ტიც, ისე­თი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხე­ბი გროვ­დე­ბა, რომ ბევ­რი იძუ­ლე­ბუ­ლია უარი თქვას სკო­ლის ბან­კეტ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ფი­ნან­სუ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა, ქარ­თუ­ლი ბან­კე­ტე­ბის სიმ­რავ­ლე მა­ინც აშ­კა­რად თვალ­ში­სა­ცე­მია. სწო­რედ ამ თე­მა­ზე მოგ­ვწე­რა ერთ-ერ­თმა მშო­ბელ­მა, რო­მელ­მაც შვი­ლი სკო­ლის ბან­კეტ­ზე ვერ გა­უშ­ვა.

"ემო­ცი­უ­რი წელი მაქვს. ბავ­შვი აბი­ტუ­რი­ენ­ტია. წე­ლებ­ზე ფეხს ვიდ­გამთ, რომ რე­პე­ტი­ტო­რებს თან­ხა გა­და­ვუ­ხა­დოთ. ქარ­თულ­ში და ის­ტო­რი­ა­ში თვი­თონ ემ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ იმ ორი საგ­ნის გა­დახ­დაც კი გვი­ჭირს ზოგ­ჯერ. მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა, თა­ვი­დან ბან­კეტ­ზე უარი არ გვით­ქვამს,რა­და­გან ეს
ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი დღეა, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თმა მე­ტი­ჩა­რა ბავ­შვმა და მშო­ბელ­მა ისე­თი მო­თხოვ­ნე­ბი წა­მო­ა­ყე­ნა, სულ რომ ფე­ხე­ბით და­ვე­კი­დეთ, ჩემს შვილს ვერ გა­ვუშ­ვებ­დი. ვინ არ იცის, რომ ბან­კე­ტი ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ბოლო წლე­ბია ეს ისე­თი ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა გახ­და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­ნა­ი­რი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ სხვა არ­ჩე­ვა­ნი აღარ გვრჩე­ბა, უარი უნდა ვუ­თხრათ შვი­ლებს.

...ბან­კე­ტის ხომ იმის­თვის კეთ­დე­ბა, რომ ყვე­ლა ერ­თად შე­იკ­რი­ბოს. ჩემი შვი­ლის კლას­მა კი ისე მო­ა­წყო ყვე­ლა­ფე­რი, მხო­ლოდ ფუ­ლი­ა­ნე­ბი დარ­ჩნენ ბო­ლოს. სულ პირ­ვე­ლად 300 ლარი თქვეს. ამა­ში შე­დი­ო­და რეს­ტორ­ნის თან­ხა და ვი­დეო გა­და­ღე­ბა. მერე ვი­ღა­ცე­ბი გა­მოხ­ტნენ და ცალ­კე ფო­ტოგ­რა­ფი მო­ი­თხო­ვეს, დრო­ნის გა­რე­შე რა ბან­კე­ტი გა­მოგ­ვი­ვაო, ესეც არ იკ­მა­რეს და რამ­დე­ნი­მე მშო­ბელ­მა, ჩემი შვი­ლის ბან­კეტ­ზე მეც უნდა ვი­ყოო. ამ მო­თხოვ­ნის ფონ­ზე თან­ხა 500 ლა­რამ­დე ავი­და. რო­გორც მივ­ხვდი, მშობ­ლე­ბის ბან­კეტ­ზე ყოფ­ნით თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბო­და და უფრო მე­ტად აის­რუ­ლებ­დნენ თა­ვი­ანთ სურ­ვილს ბავ­შვე­ბი. ეყო­ლე­ბო­დათ დი­ჯეი, ანი­მა­ტო­რი (სა­ერ­თოდ ვერ ვხვდე­ბი, ამ უკა­ნას­კნე­ლის ყოფ­ნა რა სა­ჭი­როა), იმა­ზე აღა­რა­ფერს ვი­ტყვი, სუფ­რა და გა­მოპ­რან­ჭვა რომ სჭირ­დე­ბათ. სა­ბო­ლო­ოდ 30 ბავ­შვი­დან 20 იყო ბან­კეტ­ზე.  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები