ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს მძიმე ზაფხული ელის!
ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს მძიმე ზაფხული ელის!
ვნახოთ, ვინ არიან ისინი და რას შეაქვს აურზაური მათ ცხოვრებაში...

ვერძი: თქვენს გულისტკივილს მოვლენების განვითარების ნელი ტემპი გამოიწვევს

...თქვენი მმართველი პლანეტა მარსი 26 ივნისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით რეტროგრადულად იმოძრავებს. ეს პლანეტა გაძლევთ თქვენთვის დამახასიათებელი ვნების, კონკურენტუნარიანობისა და აგრესიის უნარს. მისი რეტროგრადულობა კი ყოველივე ამას შეანელებს. თქვენი თანდაყოლილი მოუთმენლობა ზოგჯერ აუტანელი იქნება.

მაგრამ 22 ივლისიდან მოყოლებული, მარსის რეტროგრადულობის მიუხედავად, უდარდელი თავისუფლებისა და მხიარულობის პერიოდში შეხვალთ.


ტყუპები: დროდადრო ძალიან დაძაბული იქნებით

მერკურის რეტროგრადულობა 26 ივლისიდან 19 აგვისტომდე გასტანს. ვინაიდან ეს თქვენი მმართველი პლანეტაა, ამიტომ სხვა ნიშნებზე მეტად განიცდით მის ასტროლოგიურ გავლენას. თქვენ ჩვეულებრივზე მეტად ნერვიული და დაძაბული იქნებით. ამ პერიოდში ყველაზე კარგი წინასწარი დაგეგმვა და ქმედების წინ კარგად დაფიქრება იქნება.

როცა ვენერა 6 აგვისტოდან ხელოვნებისა და მხიარულების მეხუთე სახლში შევა, თქვენც გამოცოცხლებას იგრძნობთ. ეს თქვენს სოციალურ ცხოვრებას ამაღლებული განწყობით და კარგი ხასიათით შეავსებს.


ქალწული: შეიძლება ექსტრემალური შეცდომა დაუშვათ

თქვენი მმართველი პლანეტა მერკური ივლის-აგვისტოს პერიოდში, ასევე, რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. თქვენ უკვე ბევრი ნერვული ენერგია დახარჯეთ და რეტროგრადული მერკურის დროს თქვენი შინაგანი სამყარო ქაოსის მორევში მოხვდება. ძნელია, სტრესის პირობებში სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ და ნუ იჩქარებთ.

ამის მიუხედავად, თქვენს ზაფხულში ბევრი სინათლე იქნება! 23 აგვისტოდან ქალწულის სეზონი დაიწყება. თქვენ ენერგიის მოზღვავებას, თავდაჯერებულობასა და სასიცოცხლო ძალების მომატებას იგრძნობთ.


მორიელი: იგრძნობთ, როგორ აკავებს ვიღაც თქვენს ენერგიას

მარსი და პლუტონი თქვენი მმართველი პლანეტებია. როცა 26 ივნისს მარსი რეტროგრადულ მოძრაობაში პლუტონს შეუერთდება, თქვენს ცხოვრებაში ორივე აურზაურს შემოიტანს. ამის გამო შეიძლება დამცავი კედლის აგებაც კი გადაწყვიტოთ.

მეორე მხრივ, თქვენი ზაფხული მთლად მძიმე არ იქნება. 21 ივნისს მზე ცოდნისა და თავგადასავლების მეცხრე სახლში შევა და მაშინვე შვებას იგრძნობთ. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობებიც შეამჩნიოთ!


თხის რქა: ეს ზაფხული თქვენთვის
კარგი გამოცდილების მომტანი იქნება

რეტროგრადულმა სატურნმა თქვენს ცხოვრებაში 17 აპრილიდან შემოიტანა აურზაური. სატურნის ეს მოძრაობა 6 სექტემბერს დასრულდება. ვინაიდან სატურნი თქვენი მმართველი პლანეტაა და ეს რეტროგრადი მაშინ ხდება, როცა სატურნი თხის რქაში იმყოფება, ამიტომაც ეს თქვენს ღრმა შინაგან დონეზე ახდენს გავლენას. ის რამდენიმე პრობლემად იჩენს თავს და გაიძულებთ, უფრო პასუხისმგებელი და პროდუქტიული ადამიანი გახდეთ. ზაფხულის მიუხედავად, სატურნი მაინც აგრძელებს თქვენს სწავლებას.

ვინაიდან სატურნი ინტენსიური და დრამატული ცვლილებების პლანეტაა და ის 15 მაისიდან მხიარულებისა და კმაყოფილების მეხუთე სახლში შევიდა, თქვენც ასევე იგრძნობთ ხელოვნებისა და მღელვარების ახალ აზრს. ვინ იცის, შესაძლოა, სატურნის გაკვეთილები უფრო მხიარული იქნება, ვიდრე ფიქრობდით!
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები