გაქვთ ასეთი ხაზი ხელზე? მაშინ სასწრაფოდ წაიკითხეთ ეს სტატია!
გაქვთ  ასეთი  ხაზი  ხელზე?  მაშინ  სასწრაფოდ  წაიკითხეთ  ეს  სტატია!
მართლაც, თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია - ამისთვის მხოლოდ საკუთარ ხელს უნდა დახედოთ...

მაშ ასე, დომინანტი ხელი თქვენს მიმდინარე ცხოვრებას წარმოადგენს, ხოლო ნაკლებად აქტიური ხელი - პირად ურთიერთობებსა და ემოციურ ასპექტებზე მეტყველებს. ნუ მიუდგებით ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად, თუმცა შიგადაშიგ მაინც გაიხსენეთ და ხელებზე დაიხედეთ.
ასევე წაიკითხეთ: ადამიანის ზუსტი დახასიათება დაბადების რიცხვის მიხედვით
...

1. მსხვილი ხაზი
ენთუზიაზმით აღსავსე ხართ, იშვიათად ავადმყოფობთ და სიმტკიცით გამოირჩევით.

ოდნავ მკრთალი ან გაწყვეტილი ხაზი: ავადმყოფურად რეაგირებთ სტრესზე ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ.

თუკი მკრთალი ხაზი მთავარ ხაზს კვეთს: თქვენში ბევრი უნდობლობა და ნეგატივია;

თუკი მკრთალი ხაზი მთავარ ხაზს არ კვეთს: დამოუკიდებელი ადამიანი ხართ და ყოველთვის არ შეგიძლიათ სხვების თანაგრძნობა.





2. ბედის ხაზი

მსხვილი და სწორი ხაზი: თქვენი ცხოვრება საკმაოდ პროდუქტიულად ვითარდება.

თუ ეს ხაზი თქვენი ხელისგულზე საერთოდ არ არსებობს ან ძალიან წვრილია: ან ძალიან დამოკიდებული ხართ სხვებზე ან პირიქით, გარშემომყოფებზე დიდ გავლენას ახდენთ.

თუკი ხაზი ფართოვდება: თუკი ასეთი ხაზი ორი ან ორზე მეტია და სხვადასხვა საწყისი აქვს, ეს ნიშნავს, რომ თქვენში დაფარულია უდიდესი პოტენციალი და შეგიძლიათ, ცხოვრებით დატკბეთ.







3. გულის ხაზი

ეს იწყება ცერა თითიდან და მიდის საჩვენებელ თითამდე.

თუკი გულის ხაზი ნეკა თითზე ¼-ით დაბლაა: შესანიშნავი გონებრივი საშუალებები გაქვთ. იცით, რა გსურთ სიყვარულში.

თუკი გულის ხაზი ნეკა თითთან ახლოსაა: გარესამყაროსგან ხშირად იკეტებით და გულწრფელობის ხშირად გეშინიათ, მაგრამ, თუკი შეყვარებული ხართ, ეს გრძნობა საკმაოდ ღრმა და ხანგრძლივია.

თუკი გულის ხაზი ნეკა თითისგან შორსაა: თქვენ გულადი და უბოროტო ადამიანი ხართ.







4. გონების ხაზი:

ეს ხაზი თქვენი აზროვნების შესაძლებლობებს გამოხატავს და ასევე, თქვენი ცხოვრების ქრონოლოგიაზე მეტყველებს.

თუკი გონების ხანი ცხოვრების ხაზს ემთხვევა:

რაც უფრო მეტი ხაზი გადაიკვეთება ხელისგულზე, მით უფრო ნეგატიური და თავდაუჯერებელი ხართ. სხვა მხრივ, სტაბილურობით გამოირჩევით.

გრძელი ხაზი: თქვენ სხვებზე დამოკიდებული ადამიანი ხართ ან
სხვებზე ზემოქმედების უნარი გაქვთ.

თუკი გონების ხაზი ფართოვდება: თუკი თქვენს ხელისგულზე ორზე მეტი ხაზია და ორივეს სხვადასხვა საწყისი აქვს, ეს თქვენს გონიერებასა და ადაპტაციის უნარზე მეტყველებს. თქვენ ხართ კომუნიკაბელური და გაქვთ საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობის ნიჭი.







5. გულის ხაზი

თუკი გულის ხაზი ორზე მეტია: ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ნებისმიერ ურთიერთობაში უდიდესი პოტენციალი გაქვთ.

მკვეთრი და სწორი ხაზი: ძალიან ერთგული და საიმედო პარტნიორი ხართ.

თუკი გულის ხაზი არ გაქვთ ან ძალიან წვრილია: სიყვარულის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევა გჭირდებათ.






6. ფულის ხაზი
იწყება შუა თითიდან და ჩადის მაჯამდე.

გრძელი და შესამჩნევი: ადამიანის ისეთ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც ფულს მომავლისთვის აგროვებენ.

ეს ხაზი არ გაქვთ ან ძალიან მოკლეა: ფულზე დამოკიდებული არ ხართ, მაგრამ ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ ფული, უბრალოდ, გქონდეთ.

ბევრი პატარა ხაზი: ფულთან ძალიან ფრთხილი ხართ, თუმცა, ზოგჯერ ძალიან დაუფიქრებლად ახარჯავთ როგორც საკუთარ თავს, ისე მეგობრებს.

თუ იწყება ცერა თითიდან და გრძელდება ხელისგულის ცენტრამდე: რაც უფრო მკვეთრია ხაზი, მით უფრო იღბლიანი ხართ ფინანსურ საკითხებში. გამდიდრების დიდი შანსი გაქვთ.

თუ იწყება უსახელო თითიდან და გრძელდება ხელისგულის ცენტრამდე: დიდი ალბათობით, ოჯახური ბიზნესის ან კარგი მემკვიდრეობის მფლობელი გახდებით.






7. ქორწინების ხაზი

ეს ხაზი აღნიშნავს, რამდენად იღბლიანი ხართ ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებაში.

თუკი ხაზის მიმართულება ზევით მიდის: რაც უფრო მაღლა ადის ხაზი, მით უფრო მყარია თქვენი ქორწინება და შესანიშნავი ოჯახი გაქვთ.

თუკი ხაზის მიმართულება ქვემოთ ჩადის: ქორწინებაში პრობლემები გაქვთ. სიყვარული არ შედის თქვენს პრიორიტეტებში.

თუკი ქორწინების ხაზი გაყოფილია: ეს განქორწინებასა და ურთიერთობის გაწყვეტაზე მიანიშნებს.




FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები