"2002 წელს დავქორწინდი ქართველ გოგოზე" - იაპონელი, რომელმაც ქართული ენა წიგნებიდან ისწავლა
"2002 წელს დავქორწინდი ქართველ გოგოზე" - იაპონელი, რომელმაც ქართული ენა წიგნებიდან ისწავლა
ის ქართულად თავისუფლად ლაპარაკობს, იაპონიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე წლებია, აქტიურად ზრუნავს და გარდა იმისა, რომ ჩვენთვის ძვირფას ლიტერატურულ ნაწარმოებებს თავის მშობლიურ ენაზე თარგმნის, შემოდგომაზე ტოკიოში ქართული ფილმების ფესტივალსაც აწყობს, სადაც იაპონელი მაყურებელი ოცამდე ძველ და თანამედროვე ფილმს იხილავს.

ლინგვისტი, ენათმეცნიერი იასუჰირო კოჯიმამ გულახდილ ისაუბრა ჟურნალ "გზასთან". გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

..."ევროპელი სტუდენტები მაშინ ბაგებში, სტუდქალაქში ვცხოვრობდით. მძიმე პირობები იყო ნამდვილად - დენი და გაზი არ გვქონდა, წყალიც წყდებოდა, მაგრამ ახალგაზრდები
ვიყავით და ამ უჩვეულო სიტუაციებზე რაღაცნაირად ვხალისობდით. იაპონიაში არ ვიყავი მიჩვეული, მაგრამ აქ რომ ჩამოვედი, ნავთის ლამპის გამოყენება (იცინის) ვისწავლე. ეს ერთგვარი თავგადასავალი იყო და გვახალისებდა..."

"ანბანი და ყველაფერი წიგნიდან ჩემით ვისწავლე, გრამატიკა ძალიან რთულია და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ასეთი რთული გრამატიკით, როგორ შეიძლება ადამიანი ლაპარაკობდეს-მეთქი. ძალიან მინდოდა, მომესმინა, როგორ საუბრობდნენ ქართველები... ვეძებე და ტოკიოსთან ახლოს მდებარე ერთ პატარა ქალაქში ერთი ქართული ოჯახი აღმოვაჩინე. ..."   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები