ჯონი დეპისგარეგნობამ თაყვანისმცემლების შეშფოთება გამოიწვია - რა სჭირს მსახიობს?!
ჯონი  დეპისგარეგნობამ  თაყვანისმცემლების  შეშფოთება  გამოიწვია - რა  სჭირს  მსახიობს?!
მსახიობი ჯონი დეპი თავის ბენდთან, Hollywood Vampires ერთად მოსკოვს ეწვია.
მსახიობმა ქალაქში გაისეირნა, შეხვდა ფანებს და გულშემატკივრებთან ერთად, ფოტოები გადაიღო. ფოტოებმა, რომლებიც გაავრცელეს, საზოგადოება, ცოტა არ იყოს შეაშინა – მათზე მსახიობი ძალიან გამხდარი და ავადმყოფურად ფერმკრთალია. ბევრმა დეპის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებაც გამოთქვა, თუმცა ვარსკვლავის პროდიუსერებმა მსახიობის ავადმყოფობა უარყვეს.
როგორც აღმოჩნდა,ჯონ დეპს, რომელიც კინოს უბრუნდება ახალი როლისთვის გახდომა დასჭირდა. ის კიბოთი დაავადებული, 54 წლის პროფესორის როლს შეასრულებს. გადაღებები ფილმისა, რომელსაც ” რიჩარდი გვემშვიდობება” ეწოდება, უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ: ჯონ დეპი ამჟამად მეუღლესთან – ემბერ ჰერდთან განქორწინების პროცესშია. მეუღლე მისგან კომპენსაციას ითხოვს. დეპის ქონება დაახლოებით 400 მილიონ დოლარს შეადგენს, ემბერს ქონების საკმაოდ დიდ წილზე აქვს პრეტენზია.
...

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები