რატომ ოცნებობენ იაპონელი მოხუცები ციხეში მოხვედრაზე?
რატომ ოცნებობენ იაპონელი მოხუცები ციხეში მოხვედრაზე?
უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, იაპონურ ციხეებში მოხუც პატიმართა რაოდენობამ პატიმართა მთლიანი რაოდენობის 19% შეადგინა, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენაა.

იაპონია მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოებით კი არა, ერის დაბერების პროცესითაც მსოფლიო ლიდერია. ამომავალი მზის ქვეყანაში 65 წელს გადაცილებული ადამიანები მოსახლეობის 27,3%-ს შეადგენენ. სიღარიბის, მარტოობისა და მოწყენილობის დასაძლევად, ბევრი მოხუცი კანონს არღვევს, რადგან მისთვის ციხე ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის საშუალებაა.

...„პირველად მაღაზია 13 წლის წინათ გავძარცვე, თუმცა ფული არასოდეს მაკლდა. ჩემი ახლობლები ამბობდნენ, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, მაგრამ ფულმა ბედნიერება ვერ მომიტანა“, - ამბობს 80 წლის
პატიმარი ქალი, რომელსაც თავისუფლებაზე ყველაფერი ჰქონდა, თუმცა თავს მაინც მარტოსულად გრძნობდა.
მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრებით დაღლილმა ქალმა მაღაზიებში წვრილმანი ნივთების ქურდობა დაიწყო და საბოლოოდ, ციხეში მოხვდა. ფუფუნებას მიჩვეულ ქალს ახალი გარემო იმდენად მოეწონა, რომ ციხის ფაბრიკაში მუშაობაც კი სიამოვნებს ანიჭებდა. პირველ პატიმრობას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე...
„როცა მეორე პატიმრობის ვადა დასრულდა, დავიფიცე, რომ საპატიმროში აღარასოდეს მოვხვდებოდი, მაგრამ თავისუფლებაზე გასულს ციხე საშინლად მომენატრა“, - აღიარებს მოხუცი.

ტოკუსიმას ციხეში ხანდაზმული პატიმრებისთვის ცალკე შენობაა გამოყოფილი. აქ ცხოვრობენ პატიმრები, რომლებსაც ციხის ფაბრიკაში მუშაობა აღარ შეუძლიათ და მათზე პროფესიონალი მომვლელები ზრუნავენ. მხოლოდ 2015 წელს იაპონიის სასჯელაღსრულების დაწესებულებებმა ხანდაზმული პატიმრების მოვლაზე 6 მილიარდი იენი დახარჯეს.

„ციხე ჩემთვის კომფორტისა და დასვენების ადგილი და ნამდვილი ოაზისია. აქ მყავს საუკეთესო მეგობრები, რომლებსაც ჩემთვის ყოველთვის სცლიათ და მაქვს სამჯერადი, გემრიელი კვება“, - ამბობს 78 წლის პატიმარი ქალი.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები