რატომ არის ლომი ზოდიაქოს საუკეთესო ნიშანი
რატომ არის ლომი ზოდიაქოს საუკეთესო ნიშანი
წაიკითხეთ და დარწმუნდით ლომების უნიკალურობაში...

1. ისინი საკუთარი მიღწევებით ამაყობენ.
მათ არავისგან ქება ან მხარდაჭერა არ სჭირდებათ. ისინი მყარად არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები და მაღალი თვითშეფასება აქვთ.
...

2. ფილანტროპები არიან.
აქ საქმე მხოლოდ ფინანსური შემოწირულობით არ იფარგლება. ლომის გული ღიაა ყველა ადამიანისთვის. ის სიყვარულისა და სიძულვილის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. გიყვართ? ეყვარებით. გძულთ? შეძულდებით.


3. ყოველთვის საუკეთესოს არჩევენ.
ეს ეხება მოდას, ავეჯს, ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და ადამიანებთან ურთიერთობასაც. ლომს არჩევანში ვერ შეედრებით.


4. მომხიბლავები არიან.
თუკი მათ კადნიერებას ყურადღებას არ მივაქცევთ, ფაქტი ფაქტად რჩება - სადაც არ უნდა მივიდეს, ლომი ყოველთვის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. ის ან თვითონ ლაპარაკობს ან მასზე ლაპარაკობენ.


5. მათგან კარგი ლიდერები გამოდიან.
სიჯიუტე ლომებს პროფესიულ წინსვლაში ეხმარება. როგორიც არ უნდა იყოს გუნდის შემადგენლობა, ლომი მაინც მოახერხებს შრომისუნარიანი კოლექტივის ჩამოყალიბებას.


6. ისინი ვალდებულებებს იღებენ და კარგადაც ასრულებენ.
ბავშვობაში ლომებისგან ხეირი არაა, მაგრამ, ზრდასთან ერთად, კარგ თანამშრომლებად ყალიბდებიან. მათ მოსწონთ ძალაუფლება და ყოველთვის ცდილობენ, ყველას ერთი ნაბიჯით გაასწრონ. ასეთ თანამშრომელზე ნებისმიერი კომპანია ოცნებობს. ყოველ პროექტში სულს დებენ. ნახევარი ძალით მუშაობა მათ არ შეუძლიათ.


7. მათგან კარგი წინასწარმეტყველები გამოდიან.
ლომებს ლაპარაკი უყვართ და მათ სიტყვაში ყოველთვის არის სიბრძნის მარცვალი. მათგან ყოველთვის შეიძლება სასარგებლო რჩევის მიღება - სწორ ორიენტაციასაც მოგცემენ და გზასაც დაგანახვებენ. მართალია, ზოგჯერ მათი გაგება ძნელია, მაგრამ ეს მათ დიდებულებას ფასს მაინც არ უკარგავს.


8. დიდებული რომანტიკოსები არიან.
ტკბილად მოუბარნი, ემოციურები და ზუსტად ისეთები, როგორებიც კინოში ან ზღაპარში. თავიანთი გამოხდომებით ლომები წიგნის გმირად გაგრძნობინებენ თავს. მათ გვერდზე მათი გულისა და სამყაროს მბრძანებლად იგრძნობთ თავს.


9. აბსოლუტური ექსტრავერტები
უცნობებთან ერთად ოთახში, სულ რაღაც, 5 წუთით რომ გამოკეტოთ, ლომი მათთან საერთო ენის გამონახვას მაინც მოახერხებს. ლომები წარმოუდგენლად სოციალურები არიან. მათ მოსწონთ თავგადასავლები, ეძებენ სიამოვნებას და, უბრალოდ, სრულფასოვანი ცხოვრება სურთ.


10.
ეჭვიანი მოწინააღმდეგეები.

ლომებს ერთი მხარე აქვთ, რომელსაც არ უნდა შეეხოთ. ოდნავ „გამოედებით“ და ეგრევე გეცემიან. ეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ეხება: სამუშაოს, განათლებას, სიყვარულს. ლომები ყველაფერში საუკეთესონი უნდა იყვნენ. მათ არ აშინებთ რისკი და ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებენ. ამას გარდა, ლომებმა იციან: შეჯიბრის პირობებში ნებისმიერი საქმე უკეთესად გამოსდით.


11. უაღრესად ერთგულები არიან.
თუკი ლომს ხვდებით, იცოდეთ - ის არასდროს გიღალატებთ. ლომი შეიძლება სხვა კაცებს ანდა ქალებს ხვდებოდეს, მაგრამ ის არაფერს ისეთ არ გააკეთებს, რითიც თქვენთან ურთიერთობას დააზიანებს. თუკი უბედურებაში აღმოჩნდებით, ისინი პირველები გამოგიწვდიან ხელს და ფეხზეც დაგაყენებენ.


12. ისინი საუკეთესოს ესწრაფვიან.
ეს მათი ოცნებაა. ისინი ძალიან საქმიანები არიან და მათი გეგმები ყოველთვის საუკეთესოა. მათ მოსწონთ ფორსმაჟორში მუშაობა, რომლის დროსაც ყოველთვის ინარჩუნებენ კარგ განწყობას.


13. ისინი სულაც არ არიან ცუდი ადამიანები.
ლომები შეიძლება საკმაოდ სასიამოვნოები იყვნენ - თუკი მოისურვებენ. მაგრამ ამ თვისების შემოწმებას არ გირჩევთ. ნუ მოახდენთ მათ პროვოცირებას და ნუ გამოცდით მათ მოთმინებას. თქვენთვის ეს ცუდად დასრულდება. ამიტომაც, უბრალოდ, დატკბით მათი სულგრძელობით და ნუ ეცდებით რამეს შეცვლას.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები