მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან წიწილები გამოიჩეკა (ვიდეო)
მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან წიწილები გამოიჩეკა   (ვიდეო)
მარნეულში, ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან, რომელიც მეფრინველეობის ფაბრიკაში გაფუჭებული ეგონათ, წიწილები გამოიჩეკა. როგორც “ნეტგაზეთს” მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა განუცხადა, წიწილები მარნეულის მოსახლეობამ სახლებში წაიყვანა.

“მე როგორც ვიცი, კვერცხები ეგონათ გაფუჭებული და გადაყარეს ისეთ ადგილას, სადაც ქვიანი ადგილია და სულ სითბოა. ისე შენარჩუნა ის კვერცხები, თითქოს ქათამთან ყოფილიყო და შესაბამისად, ბევრი წიწილა გამოიჩეკა. ბევრმა წაიყვანა წიწილები სახლში” – უთხრა “ნეტგაზეთს” აბაზოვმა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები