"სიზმარში დამემშვიდობა, გავიღვიძე და გიო მართლა აღარ იყო..." - უცნობი ისტორიები და მეგობრების ემოციური მოგონებები გიო ხუციშვილზე
"სიზმარში დამემშვიდობა, გავიღვიძე და გიო მართლა აღარ იყო..." - უცნობი ისტორიები და მეგობრების ემოციური მოგონებები გიო ხუციშვილზე
"გიოს ვერ და­ვემ­შვი­დო­ბე... ასე დავ­წე­რე კი­დეც: "დრო­ე­ბით ჩემო ძმო­ბი­ლო, დრო­ე­ბით" - გვე­უბ­ნე­ბა კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რალ გიო ხუ­ციშ­ვი­ლის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბას ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა და მომ­ღე­რალს ბო­ლომ­დე გვერ­დით და­უდ­გა.

უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის გიო ხუ­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და
გულ­წრფე­ლად ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მარ­თლაც და­აკ­ლდა ქა­ლაქს. თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი გიო ხუ­ციშ­ვი­ლი ჰყავს და დღეს AMBEBI.GE-სთან ამ მო­გო­ნე­ბებს აცო­ცხლე­ბენ...

...დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"რო­დე­საც ვუ­თხა­რი, რომ მისი ვარ­სკვლა­ვი უნდა გაგ­ვეხ­სნა, მისი ბედ­ნი­ე­რი სახე უნდა გე­ნა­ხათ - უც­ბად მოძ­ლი­ერ­და. მე, მისი მე­უღ­ლე, ბა­კურ ბა­კუ­რა­ძე და ირაკ­ლი მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით და რო­დე­საც და­ვი­წყეთ ფიქ­რი იმა­ზე, თუ რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მისი სა­ღა­მო, რა­ღაც მო­მენ­ტში თქვა - არა, ეს არ გა­მო­ვა. რა­ტომ-მეთ­ქი? ცუ­დად ვარ და მთე­ლი კონ­ცერ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვიმ­ღე­რე­ბო. ვუ­თხა­რი, სხვე­ბი იმ­ღე­რე­ბენ, ბო­ლოს გა­მოხ­ვალ და მა­ყუ­რე­ბელს მო­ე­ფე­რე­ბი-მეთ­ქი. ეს მო­ე­წო­ნა, კარ­გია, მა­ყუ­რე­ბელს მარ­თლა მინ­და მო­ვე­ფე­რო და დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რა­საც მათ­გან ვგრძნო­ბო...   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები