რა მოხდება თუკი დაძინებისას ლიმონის ნაჭერს საწოლთან დაიდებთ
რა მოხდება თუკი დაძინებისას ლიმონის ნაჭერს საწოლთან დაიდებთ
ყველასათვის ცნობილია, რომ ლიმონი ძალიან სასარგებლო ციტრუსია, გამომდინარე იქიდან, რომ C ვიტამინს შეიცავს. ლიმონიან ჩაის ვსვამთ, როცა სიცხე გვაქვს. ლიმონს ვიყენებთ საჭმელშიც. თუმცა, ეს კიდევ არ არის ლიმონის სასარგებლო თვისებების სრული ჩამონათვალი.


ლიმონი კარგი რელაქსატორია. ამ ციტრუსის არომატი თქვენს ნერვულ
სისტემას დაამშვიდებს, შეამცირებს გაღიზიანებას და დამღლელი დღის შემდეგ დასვენებაში დაგეხმარებათ. თუკი არ გაქვთ ზეთი ლიმონის ესენციით, გამოიყენეთ ლიმონის ნაჭერი.
...

თქვენი კონცენტრირების უნარი გაიზრდება. ლიმონს კიდევ ერთი გასაოცარი უნარი აქვს: შეისუნთქეთ მისი არომატი ყოველდღე და უფრო მეტად კონცენტრირებული გახდებით. ამასთან, თქვენი გონებრივი აქტივობა და მახსოვრობის უნარიც გაგიუმჯობესდებათ. სამსახურშიც კი, ადამიანები უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებენ, როცა ირგვლივ ლიმონის სუნია. ეს იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს.


განწყობა გამოგიკეთდებათ. ლიმონის ესენციის ზეთი დეპრესიიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. ამიტომაცაა, რომ არაერთი საშუალება, რომელსაც მიმართეთ, აქამდე არ დაგეხმარათ.


ჰაერი მიკრობებისგან გაიწმინდება. ლიმონს არამხოლოდ სასიამოვნო არომატი აქვს, არამედ ბაქტერიებსაც ებრძვის. ის ასუფთავებს ოთახის ჰაერს.


დაემშვიდობეთ მაღალ წნევას! უამრავი ადამიანი მაღალი წნევისგან იტანჯება, ლიმონს კი აქაც შეუძლია დახმარება. მისი სუნი სისხლის წნევას ადაბლებს.


მწერები აღარ შეგაწუხებთ. ჭიანჭველები, კოღოები და სხვა მწერები არ ჩერდებიან ისეთ სახლში, სადაც ლიმონის სუნია. შესაბამისად, თქვენ არ მოგიწევთ ბევრი ფულის დახარჯვა მათგან გასათავისუფლებლად.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები