ტაროს ჰოროსკობი 2018 წლის ბოლოსთვის და ბედნიერების თილისმა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ტაროს ჰოროსკობი 2018 წლის ბოლოსთვის  და  ბედნიერების  თილისმა  ზოდიაქოს  ყველა  ნიშნისთვის
რას გიწინასწარმეტყველებთ ტაროს კარტი 2018 წლისთვის და რომელი თილისმა მოგიტანთ წარმატებას? - გთავაზობთ წინასწარმეტყველებას ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

1. ვერძი - თქვენ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ხართ, თუმცა მას არ ავლენთ და დიდი დროის განმავლობაში ეს ნიჭი თქვენში იმალება. ტაროს ბანქო გირჩევთ, რომ დაიჯეროთ თქვენი შინაგანი ძალის, ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების და აჩვენოთ ის სამყაროს. 2018 წელს ბევრ ადამიანს გაიცნობთ. შესაძლოა, სულის მეგობარსაც შეხვდეთ. გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები და რაც მთავარია, ეს ახალი საქმე, რომელიც მოგხიბლავთ. აუცილებლად უნდა დაივიწყოთ წარსული და მომავლისკენ უნდა გაიხედოთ. აპატიეთ სხვებს იმისთვის, რომ თავად მოიპოვოთ სიმშვიდე.
ბედნიერი ფერია წითელი, ხოლო ბედნიერების მომტანი თილისმაა წითელი იასპი
...
2. კურო - თქვენს წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება - ახალი სამსახური, ახალი წინადადება, მოსალოდნელია შემოსავლის გაზრდა. წელს მოიმკით დათესილს. თქვენი მონდომება და ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩება. საქმე დაგეგმეთ ჭკვიანურად, ნუ იქნებით იმპულსურები. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და აუცილებლად გამოხატეთ მადლიერება. დაიწყეთ ვარჯიში და დაკავდით მედიტაციით. 2018 წელს კიდევ უფრო მომხიბვლელები იქნებით და კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი გამოჩნდება. თქვენი განსაკუთრებული შარმით ადამიანებს მაგნიტივით მიიზიდავთ და თქვენ გარშემო ახალი სოციალური წრე გაჩნდება. თუ არ გყავთ, აუცილებლად იპოვნით საყვარელ ადამიანს.
ბედნიერი ფერია ოქროსფერი, ხოლო ბედნიერების მომტანი თილისმა - მზის ქვა.

3. ტყუპები - მთავარია, არ დანებდეთ და არ შეწყვიტოთ ოცნებების ასრულებისკენ სწრაფვა. ტარო გირჩევთ, რომ ბოლომდე მიჰყვეთ იმ გზას, რომელიც არჩეული გაქვთ. იყავით დეტალებზე ორიენტირებული და გახსოვდეთ, რომ თქვენს ყველა ნაბიჯს აკვირდებიან და სხვებისთვის მაგალითი ხართ. 2018 წელი კარიერული კუთხით წარმატების მომტანი იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შრომას არ დაიზარებთ. სიფრთხილით მოეკიდეთ ფულის ხარჯვას. ეცადეთ, რომ ცუდი ჩვევები დაივიწყოთ.
ბედნიერების მომტანი ფერია ცისფერი, ხოლო წელს თქვენი ბედნიერი თილისმა აგატის ქვაა.

4. კირჩხიბი - თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია ყველაფრის გამარტივება და დალაგება, როგორც სამსახურებრივი, ასევე სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. მოულოდნელად ისეთი რამ მოხდება, რაც მთლიანადშეგცვლით. ტარო გირჩევთ, რომ დაეთანხმოთ დამიიღოთ ყველა მიწვევა, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია გქონდეთ ადამიანებთან, გაამყაროთ ურთიერთობები და შეიძინოთ ახალი კონტაქტები. მოუსმინეთ შინაგან ხმას და იმოქმედეთ თქვენი საჭიროებების მიხედვით. ნუ ეტყვით უარს საკუთარ სურვილებს. მოსალოდნელია, რომ სწორედ წელს გაანალიზებთ თქვენს როლს ცხოვრებაში და მიხვდებით, რა არის თქვენი მთავარი მიზანი.
ბედნიერების მომტანი ფერია მუქი წითელი, ხოლო ბედნიერი თილისმა ამეთვისტო გახლავთ.

5. ლომი - ნუ შეგეშინდებათ ემოციების გამოხატვის. ძალიან იშვიათად ავლენთ მგრძნობიარე ხასიათს, მაგრამ წელს სჯობს, რომ უფრო გახსნილები იყოთ და სხვებსაც აჩვენოთ თქვენი ნამდვილი სახე და გულწრფელი ემოციები. განსაკუთრებულ ბედნიერებას მოგიტანთ თუ რაიმე სახელოვნებო საქმით დაკავდებით. მაგ: მხატვრობით. თითქოს დახურულ სივრცეში ხართ მოთავსებული და ამ სივრცის მიღმა არ იყურებით. 2018 წელი ის დროა, როცა ფანჯრები უნდა გააღოთ და თვალსაწიერი გაიფართოვოთ. სწორედ ამ შემთხვევაში გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები. იყავით სამართლიანები და კეთილები. შესაძლოა,
ფინანსური კუთხით პრობლემები შეგექმნათ.
ბედნიერების მომტანი ფერია ყვითელი, ხოლო ბედნიერი თილისმაა ოქროსფერი ტოპაზი.

6. ქალწული - მოსალოდნელია, რომ რაღაცები მხედველობიდან გამოგრჩებათ, შესაძლოა, საყვარელმა ადამიანებმა იმედები გაგიცრუონ და ამის გამო დეპრესიაში ჩავარდეთ, მაგრამ ამის დრო არ არის. იმედგაცრუებამ ცხოვრების გაგრძელებაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ. 2018 წელი ის დროა, როცა უნდა გადახედოთ თქვენს ცხოვრებას. როგორც კარიერული, ასევე სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ჰკითხეთ საკუთარ თავს - ნამდვილად იქ ხართ, სადაც გინდათ რომ იყოთ? ნამდვილად იმას აკეთებთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ? - თუ ამ კითხვებზე პასუხები უარყოფითია, ეს ნიშნავს, რომ ცვლილებების დრო დადგა. გადააფასეთ ყველაფერი და საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედეთ. ეს წელი ერთგვარად გამოცდა იქნება, ტესტი, რომელიც აუცლიბელად წარმატებით უნდა ჩააბაროთ.
ბედნიერების მომტანი ფერია თეთრი, ხოლო ბედნიერების მომტანი თილისმაა სუფთა კვარცი.

7. სასწორი - აუცილებელია, უფრო მეტი აქტიურობა და ადამიანებთან უფრო მეტი კომუნიკაცია. ეს არის მთავარი გასაღები იმისთვის, რომ 2018 წელი წარმატებული იყოს. ნუ შეიტანთ ეჭვს საკუთარ თავში. ამის დრო არ არის. უფრო ხშირად თქვით „არა“. არ დაკარგოთ დრო უსარგებლო საქმისთვის. დააწესეთ მკაცრი საზღვრები და თავი აარიდეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ეს წელი მათთვის ვინც ბავშვებთან, ან ბავშვების საკითხებზე მუშაობს. მოსალოდნელია, რომ დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებთ. იდეალური წელია ქორწინებისთვის.
ბედნიერების მომტანი ფერია კრემისფერი, ხოლო ბედნიერი თილისმაა მთვარის ქვა.

8. მორიელი - 2018 წელი საკმაოდ დაძაბული და სტრესის მომტანი იქნება თქვენთვის. შესაძლოა, ეს პრობლემები ჯანმრთელობას, სამსახურს, ან ოჯახს უკავშირდებოდეს. ეცადეთ უგულებელყოთ ყველაფერი, რაც უარყოფითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე და გადადგათ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები ცვლილებებითვის. კარგი წელია იმ მორიელებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ აპირებენ სწავლას, ან სამსახურებრივი მიზნით წასვლას. უცხოელებთან დამყარებული კავშირები წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, შეძლოთ მარტივი რაღაცებით სიამოვნების მიღება, ჰარმონიას სწორედ ამ შემთხვევაში იპოვნით.
ბედნიერების მომტანი ფერია მუქი მწვანე, ხოლო ბედნიერი თილისმაა - მწვანე ტურმალინი.

9. მშვილდოსანი - 2018 წელს იმაზე უფრო დაკავებული და მოუცლელი იქნებით, ვიდრე ოდესმე. დროა აირჩიოთ ცხოვრებაში სწორი მიმართულება. იყავით ორგანიზებულები, აუცილებლად შეადგინეთ გასაკეთებელი საქმეების სია და ამ გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. ეს არის წელი, როცა უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გქონდეთ ადამიანებთან, ისაუბროთ, იკითხოთ, მოუსმინოთ, წეროთ. შესაძლოა, აღადგინოთ კავშირები ძველ ნაცნობებთან, ან შეიძინოთ ნაცნობები, რომლებიც თქვენგან შორს, შორეულ ქვეყნებში ცხოვრობენ. აუცილებლად უნდა წახვიდეთ სამოგზაუროდ. თუ სწორად და კარგად დაგეგმავთ, ცხოვრება საოცარ სიურპრიზებს გპირდებათ. ნუ იქნებით მარტოები, ხშირად გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად. მოსალოდნელია ნიშნობა და კარგი წელია შვილის გაჩენისთვის. დაქორწინებული თუ ხართ, თავიდან აღმოაჩენთ ერთმანეთს და ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებთ. ყველა კუთხით კარგი წელი გელოდებათ.
ბედნიერების მომტანი ფერია ვარდისფერი, ხოლო ბედნიერი თილისმაა ვარდისფერი კვარცი.

10. თხის რქა - მოსალოდნელია, რომ რაღაც ახალ აღმოაჩენთ, სასიყვარულო ურთიერთობას, სამსახურს სხვა კუთხით, სხვა თვალით შეხედავთ. შესაძლოა, ამან უსიამოვნო აღმოჩენებამდე მიგიყვანოთ. გაიგებთ იმ საიდუმლოებს, რომლებსაც დიდი ხანი გიმალავდნენ. ყველაფერს ფარდა აეხდება. ნამდვილად არ გელოდებათ მარტივი წელი. ტარო გირჩევთ, რომ გაიჩინოთ ახალი ნაცნობები და წამოიწყოთ ახალი ურთიერთობები. კარგი იქნება სამსახურსაც თუ შეიცვლით. ნუ იქნებით იმპულსურები და არ მიიღოთ გადაწყვეტილება დაუფიქრებლად.
ბედნიერების მომტანი ფერია ცისფერი, ხოლო ბედნიერი თილისმაა ლილაქვა.

11. მერწყული - 2018 წელს ცხოვრებას უბრუნდებით. ეს ნიშნავს, რომ ეს იქნება იმაზე გაცილებით უკეთესი წელი, ვიდრე 2017. ნუ დაგეზარებათ მუშაობა, გამოიჩინეთ შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და აუცილებლად ნახავთ დადებით შედეგს. შეგემატებათ თავდაჯერებულობა და ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მეგობრული ურთიერთობა მოსალოდნელია რომ უფრო სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება. საერთო ჯამში 2018-ში კომფორტული ცხოვრება გელოდებათ.
ბედნიერების მომტანი ფერია ნარინჯისფერი, ბედნიერი თილისმა კი სარდიონია.

12. თევზები - 2018 წელს მოსალოდნელია, რომ შფოთვა შეგაწუხებთ, რომელიცდიდ საქმეებს და საკუთარ თავში ეჭვის შეტანას უკავშირდება. მოიშორეთ თავიდან მსგავსი ფიქრები და ნუ შეგეშინდებათ. შესაძლოა, კიდევ უფრო მგრძნობიარე გახდეთ. უნდა ისწავლოთ, როგორ დადგეთ მყარად მიწაზე. მოსალოდნელია წარმატება განათლების მიღებისა და პროფესიული კუთხით. ცხოვრება დიდ და სასიამოვნო საჩუქარს გიმზადებთ. ეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები და წინა პლანზე დააყენოთ სასიყვარულო ურთიერთობა. დიდ წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ პირად ურთიერთობაში ყველაფერი მოწესრიგებული გექნებათ.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები