ქართველები ისრაელში სამუშაო ვიზას ყოველგვარი გადასახადის გარეშე მიიღებენ
ქართველები ისრაელში სამუშაო ვიზას ყოველგვარი გადასახადის გარეშე მიიღებენ
საქართველოს მოქალაქეებისათვის ისრაელში სამუშაო ვიზიტის მიღების საკითხო 2019 წელს მოგვარდება. ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ განაცხადა. ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეები აქტიურად მუშაობენ, რომლის შედეგად ქართველები ისრაელში სამუშაო ვიზას ყოველგვარი გადასახადის გარეშე მიიღებენ და ქვეყანაში დასაქმებას ლეგალურად შეძლებენ.

ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის როგორ და რა ტიპის სამსახურებში მოხდება ქართველების დასაქმება, თუმცა ცნობილია, რომ დაწესდება სამუშაო კვოტები. ამის შესახებ ინფორმაციას Geopressnews.ge ავრცელებს.

...
“ამ საკითხის მოგვარება არა მარტო ქართულ მხარეს სჭირდება, არამედ ისრაელის მხარესაც, ვინაიდან სასურველია საქართველოდან ისრაელში ჩამოვიდნენ ადამიანები სამუშაოდ ყველა სახის გადასახადის გარეშე, იმუშაონ ნორმალურად, შეიძინონ ახალი პროფესია და საქართველოში დაბრუნების შემდგომ ღირსეულად დასაქმდნენ საქართველოში. ამ საკითხს არეგულირებდა ე.წ. შავი ბაზარი, რომ ხალხმა გაყიდონ ბინები, გადაიხადონ დიდი თანხა, იმისათვის რომ სამუშაოდ წავიდნენ ისრაელში. ჩვენ კი გვჯერა, რომ რამდენიმე თვეში ეს საკითხი მოგვარდება”, – განაცხადა იციკ მოშემ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები